Yes, I’m Changing.

სტანდარტული

12 ნოემბერი შესანიშნავი დღე აღმოჩნდა 14 ოქტომბერს გაუჩინარებული და მათ გარეშე დარჩენილი ხალხის შესახებ საკითხავად.

როგორ ვაგრძელებთ ჩვენ, ადამიანები ადამიანისხელა სიცარიელით ცხოვრებას?! ეს კითხვა ჩემთვის 10 წლის წინაც აქტუალური იყო და როგორც ვატყობ, სულ იქნება. უბრალოდ, მე შევიცვალე. ეს სიცარიელე არც მოჩვენებად მელანდება, არც ძილში აღარ მოდის კოშმარებად და მას მე თავის სახელს ვარქმევ, არც ენას ვუჩლექ, არც ვთხოვ, რომ შეიცვალოს და არც დაბრუნებისკენ ვექაჩები.

ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ჩემს ფობიად გადაიქცევა და ყველგან დავემალები, მე კი არ მინდა ვემალებოდე იმას, რაც მიყვარდა, რაც მიყვარს და მინდა, თუ ოდესმე, გავლით ჩამოჯდება ამ სიცარიელის შესავსებად – გამარჯობა, ადამიანო, შენ ისევ ჩემიანი ხარ? ვკითხო და პასუხის მოლოდინში უბრალოდ, ვიღიმებოდე. არ მინდა გზები უსიტყვო ნაბიჯებით ვტკეპნოთ და სულერთი იყოს, სიცარიელე იქნება მის ადგილას თუ თავად.

ამ ცვლილებების დროს მივხვდი, რომ თუ ადამიანი კლდის პირას დგას და გადასავარდნად ორჭოფობს, სასწრაფოდ უნდა მივარდე და ხელი შეაშველო. მაგრამ ადამიანი თუ ტრიალ მინდორში, უსაზღვრო სივრცეში დააბიჯებს, არ უნდა მივარდე, უნდა დაგეხმარო და გადაგარჩინოო. ეს საოცრად მძაფრი შეგრძნება ადამიანებს ვეხმარებოდეთ, თავიანთი გზების საპოვნელად, ზოგჯერ არაფერია თუ არა ისევ საშენოდ მოგონილი აკვიატება, რომელიც იმ ბავშვურ ჩაფიქრებებს ჰგავს: თუ ეს კაცი, ქუჩაში მარჯვნივ გაუხვევს და არა მარცხნივ, მაშინ დღეს ზეფირებს შევჭამ.

თუ ოდესმე ვინმე მკითხავს და იმედია, მკითხავს – ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა, როდესაც გრძნობდი რომ იცვლებოდიო, კანს იცვლიდიო, რას გრძნობდიო?! ალბათ, ყველაზე რთულით დავიწყებ – როცა იაზრებ, რომ ამ შეცვლის გარდა სხვა გამოსავალი არ გაქვს და ვერც უკან მოხედვით შეიქცევ დიდად თავს, თუ საკმარისად  ვერ შევძელი წინ ყურება, მეც არავინ მომვარდება ტრიალ მინდორში “გადასარჩენად” და არც მინდა, ვინმე მოდიოდეს. ამ მინდორში მარტო მინდა ვიყო, დარწმუნებული იმაში, რომ ეს გზა თავად ავირჩიე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გზის დასასრულს ვთქვა – Oh, Don’t be Shy, Let’s cause A Scene!

ჰოდა, ასეთი ამბებია 🙂

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s