Do I wanna Know

სტანდარტული

ასეც ხდება, ნაცრისფერ ბურუსში რომ ხარ გახვეული, ათასი კითხვის ნიშნით და გაუგებარი პუნქტუაციებით შენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ძალიან ცოცხლად გრძნობ თავს. არ ვიცი, ეს უტოპიური მდგომარეობა საიდან მოვუტანე ჩემ თავს, მაგრამ ყოველ დილით, რაღაცის იმედით ვდგები და ყოველი დღის ბოლოს ვფიქრობ, რა არის ეს “იმედი”, საიდან მოვიგონე, ვინ დამაჯერა, ვისგან ვითხოვე, ან ველოდები, მაგრამ ასეა.

საყვარელ მუსიკასაც სხვანაირად ვუსმენ, სიტყვებს თავიდან ვაკვირდები, ემოციებიც თითქოს უფრო სხვანაირად მოდის ორგანიზმში და მიჯდება. არაფერი ხდება ირგვლივ, დრო ზუსტად ისე სწრაფად გადის, თითქოს სიზმარში ვცხოვრობდე და ჩემი რეალობა იყოს სიზმარი, თითქოს ყოველ ღამე ვუბრუნდებოდე ჩემ ცხოვრებას, მონატრებულს და ამის გამო ადრე ვიძინებდე. თითქოს ჩემი ადამიანები ისე ცხოვრობდნენ იქ, გული არაფერზე მეთანაღრებოდეს და ყველა ისე მიყვარდეს, რომ ამის გამო სინანულს არ ვგრძნობდე. არავინ მიდიოდეს და არსად მივდიოდე. მეკითხებოდნენ – “როგორ ხარ?” და გულით ვპასუხობდე:
“კარგად, ჩემო ადამიანო, ვიცი, რომ შენც.” და არაფერში ვიყო ასე დარწმუნებული.

მაგრამ ვიღვიძებ და ცოცხალი ვარ, ამ ადამიანების გარეშეც ისე ვცხოვრობ, თითქოს გულზე კაპილარები არ მქონდეს დაწყვეტილი.

დათბება, ველოსიპედიანი საღამოები მოვა, ყურსასმენებში მუსიკა ისე გადმოვა, მიწაზე ფეხს ვერ დავაკარებ, ვიმოგზაურებ, ახალი ქალაქების მყუდრო კაფეში ყავას დავლევ და ჩემ თავს სიზმარს და ცხოვრებას თავის ადგილს მივუჩენ. რომ არასდროს მომინდეს იქ ისე სწრაფად დაბრუნება, თითქოს მხოლოდ იქ მელოდებოდნენ მთელი გულით. ჩემი ღამეები, ჩემ დღეებზე უკეთესი იქნება. და არც ამ მელოდიით და შეკითხვით შევაწუხებ:

Do I wanna know?
If this feeling flows both ways
That the nights were mainly made for saying
things that you can’t say tomorrow day.

doIwannaknow2.jpg

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s