When Autumn Leaves Start To Fall

სტანდარტული

ერთხელ, არ მახსოვს, სად, წავიკითხე – ვისაც საკუთარი დაბადების დღე არ უხარია, ის ადამიანი ცუდად არისო. გამოდის, რომ საუკუნის თითქმის მეოთხედში ბევრჯერ მომისწრია ცუდად ყოფნა, სტატისტიკურად. თუმცა, ცუდად ყოფნაზე ჩემი თეორია მაქვს – ის ადამიანები არიან ცუდად, ვინც ღია გარდერობს უყურებენ საწოლზე წამოწოლილები, სადაც მწკრივად ჩანს ყველა ის ტანსაცმელი, რომელიც თავის დროზე მანეკენებს ეცვათ და დიდი მონდომებით ჩამოკიდეს იქ, სადაც ახლა არიან და არანაირ ემოციას არ იწვევენ, თითქოს სხვისი კაბებია, ან ნათხოვარი და დასაბრუნებლად გამზადებული. კიდევ, ის ადამიანები არიან ცუდად, სიჩუმის და სიმშვიდის მოლოდინში რომ დაყრუვდნენ. ალბათ, ისინიც, ვინც სულ თითოროლაზეც აღარ ოცნებობენ, ვისთვისაც თვითმფრინავი მხოლოდ ფრთიანი მაკეტია და ლამაზი ქვეყნები – ფოტოები. დილას, სულ ერთი წუთით, სანამ ბოლომდე გამოფხიზლდებიან, კარგ სიზმარს გადაახვევენ და თვალის ახელისთანავე რომ უქრებათ.

ადრე, შემოდგომის მოსვლას სიმბოლურად აღვნიშნავდი, ამ სეზონის ყველა თვეს და დღეს ვარ დაბადებული წინა ცხოვრებებში, ასე მჯერა. რატომ გადავწყვიტე მხოლოდ ეს ცხოვრება დამმახსოვრებოდა, მეტარებინა ეს სხეული, მქონოდა უცრემლობისგან დამძიმებული თვალები, არ ვიცი, მაგრამ სადღაც ასე გადავწყვიტე, ფეხი ავიქნიე დიდი ფოთლების გროვაში და სანამ ყველა ქვემოთ დაიფანტა, აქ აღმოვჩნდი. ვინგარდიუმ ლევიოსა.

ალბათ, 91 ფოტო რომ ჩამომილაგონ, უფრო იმ ფოტოში შევძვრებოდი სადაც თხელი, ყვავილებიანი კაბა მაცვია, თვალებში ნაძვები მიჩანს და ვერც მიხვდები, რომ შემოდგომაა. ხელებს ისე თავისუფლად ვიქნევ, რომ გეგონება, ფოტო მოძრაობს, ჩემს ზურგს უკან წყალი მოჩანს. წყალზე დიდი მთებია ამოზრდილი, საავდრო ღრუბელიც შეიმჩნევა შორიდან. მე ვდგავარ ბედნიერი, გადამდებად. არ ვიცი, ასე გულით ვის ვუღიმი, ვინ დგას ფოტოაპარატის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ მას ვუღიმი, ისე ვუღიმი, რომ ცოტაც და ჩემ გვერდით, ხელჩაკიდებული გამოისახება.

ჩემი თეორიები, რასაკვირველია, არც ისე მასშტაბურია, შეიძლება, ზედმეტად ეგოისტურიც, მაგრამ ვისაც შემოდგომის დადგომა არ ედღესასწაულება, ის ადამიანი ცუდადაა.

9c17f53ea0026ea99025c47729bb7e1b

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s