Never Too Late

სტანდარტული

ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამ სიტყვებს – “არასდროსაა გვიან” და თითქოს, ყველაზე ხმამაღლა ამას ჩემ თავს ვეუბნები, რომ დაიჯეროს. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო გვეშინია ადამიანებს “დაგვიანებული” ნაბიჯების, გულს ვიცრუებთ, ვამბობთ – “ახლა რაღა აზრი აქვს”, “მაშინ შემეძლო”, “აღარ მომისმენს”, “უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო” …

როგორ ვისულელებდი თავს ასეთი შეგონებებით, როგორ ვბრაზდები და მინდა უკან დაბრუნება, მაგრამ გავიხსენოთ სიტყვები _ “არასდროსაა გვიან” 🙂

არასდროსაა გვიან იყო სტუდენტი და ისწავლო ის, რისი სწავლაც მთელი ცხოვრება გინდოდა და მერე რა, რომ წლების მერე აღმოაჩინე, რომ თურმე შეგძლებია, არასდროსაა გვიან მოუხადო ბოდიში იმ ადამიანებს, ვიზეც გვგონია, რომ უკვე აღარც ვახსოვართ, დროს აქვს ერთი და პრინციპში, საუკეთესო თვისება – მე “გალღვობას” ვეძახი, რაღაცნაირად თბება ხოლმე. კიდევ არასდროსაა გვიან, გუდა-ნაბადი აიკრიფო და შორ გზას დაადგე, რომ გვერდზე გაწიო იმის შიში, უკან ვის მოიტოვებ, რაზე დაგწყდება გული, მთავარია გადადგა ეს ნაბიჯი და კითხვებს თანდათან გაეცემა პასუხები. არასდროსაა გვიან გაიჩინო ახალი მეგობრები, ნაცნობები, ამოიჩემო ახალი გასართობი, ისწავლო ქსოვა, ცურვა და ახალი ენა. ახალი ენის სწავლა აახალგაზრდავებს, საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემი ის თავი მახსენდება, პატარა რომ ვიყავი და ინგლისურს ვსწავლობდი და მთელი ცხოვრება მიყვარდა ეს ენა. არასდროსაა გვიან ახალნასწავლი ენით წაიკითხო ახალი წიგნები, წახვიდე იმ ქვეყანაში რომელიც შორეულად გეჩვენებოდა მთელი ცხოვრება, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან ახლობელი გახდა. არასდროაა გვიან, წამოხვიდე იმ ურთიერთობებიდან, რომელიც გავიწყებს საკუთარ თავს, იმას რაც გიყვარს და ძილის წინ ფიქრებს გიმღვრევს. არასდროსაა გვიან, დაუსვა წერტილი იმას, ვინც არ გიბრუნებს შენ წილ სიყვარულს.

კიდევ, რაც მთავარია, არასდროსაა გვიან შეგიყვარდეს ისე, თითქოს პირველია, თითქოს მუცელში აქამდე არც არასდროს გყოლია პეპლები, არც მუხლი მოგკვეთია, თითქოს ახლა დაიბადე იმ სამყაროში, რომელშიც ყოველთვის გინდოდა გეცხოვრა.

ამ ყველაფერს უფრო ჩემი თავისთვის ვწერ, რომ გადავიკითხო და დავიჯერო. და კიდევ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რაღაც ძალა ჩემ ბლოგზე შემოახეტებს და რომელიმე კითხვის ნიშანი ძახილის ნიშნად გადაექცევათ და ეტყვიან საკუთარ თავს – “არასდროსაა გვიან” და გადადგამენ ნაბიჯს.

P.S. 8 წელია ეს სიმღერა ძალიან მიყვარს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s