Are you scared?

სტანდარტული

ეს დღეები, ხშირად დავდივარ მზიურში, მეგობარს ვეხსმარები, მაგრამ საქმე ამაში არაა.

მზიურში აქამდეც დავდიოდი, წლების წინ. უკვე 9 წელია, განსაკუთრებულად მიხარია 1 ივნისი მზიურში და ა.შ.

მაგრამ არც ამაშია საქმე.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ამერიკაში ვეღარ მივდივარ და ისევ უნდა შევეგუო თბილისურ, არაფრისმომცემ რუტინას და დავუბრუნდე ყოვლად აუტანელ ყოველდღიურობას. თან თავს კიდევ უ–ამრავი უ–არყოფითი მოვლენა მახვევია, აი, ამ ყველაფრის ფონზე – ევრიკა! მე მიხარია თბილისი, როცა მზიურში ვარ. დღეს თითქმის ერთი საათი მარტო დავეხეტებოდი მთელ მზიურში. ყველა მხარეს დავჯექი სხვადასხვა სკამზე. აკაციის სუნისგან თავბრუც დავიხვიე, იქვე, შორიახლოს მინდორზე წამოწოლილ წყვილსაც ვხედავდი და იმასაც ვხედავდი, როგორ უ–ზომოდ უ–ბედნიერესები იყვნენ, თან მეღიმებოდა. ბავშვს ვეთამაშე. მერე ვიჯექი და ხალხს ვაკვირდებოდი, სულაც არ ვგრძნობდი თავს ასოციალურად, როგორც ეს მჩვევია ბოლო პერიოდი.. დასეირნობდნენ ველოსიპედით, ბრუნდებოდნენ უნივერსიტედიდან, ახალ მოძრაობებს სწავლობდნენ სკეიტზე.. ყველა იღიმებოდა, ირგვლივ სიმწვანე და სითბო იყო. თბილისში კარგი იყო, უცებ რაღაცნაირად გამიხარდა, რომ მზიურში ვიყავი და არა – ცენტრალ პარკში ))

მერე ჩემი სიმარტოვისაც მომერიდა. მარტო 70 წლამდე პაპაც არ იჯდა, გვერდზე ალბათ სტუდენტობის მეგობარი ეჯდა, იმიტომ, რომ ბედნიერები იხსენებდნენ რაღაცებს..

გეშინია? – ტვინში ათჯერ მაინც გამიელვა ამ კითხვამ.

მეშინია. ყველაზე მეტად ახლა თითქოს მარტოობა მინდა და თან ყველაზე მეტად ზუსტად ამის მეშინია.

ხვალ წიგნით წავალ მზიურში და ალბათ, არც უადგილო/გულზეხინჯი კითხვები აღარ გამიჩნდება.

პ.ს. მე მიყვარს ნოდარ დუმბაძე და მიყვარს მზიური.

544866_2851425455183_1597321821_n

 

 

 

Advertisements

4 responses »

  1. მე არ მიყვარს მზიური, არ მიყვარს თბილისი, არ მიყვარს საქართველო და გისურვებ რომ ადრე თუ გვიან აქედან წახვიდე და მეც მოგყვე სწრაფი სვლით,

  2. მიყვარს ეს პოსტი და ის მომენტი, რომ ზიხართ ხელჩაკიდებული და მზიურის სიჩუმეს უსმენთ ❤
    მორე ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s