Monthly Archives: იანვარი 2014

Enough.

სტანდარტული

მე მეცოტავა ჩემი ბავშვობა

და დავბრუნდით წლების წინ, სადაც –

საბანს მიკეცავდა ბებიაჩემი და უხმოდ სდარაჯობდა ჩემ ძილს,

დედა თეფშზე ფაფით მიყვებოდა მთელ ცხოვრებას,

სადაც სიკეთე და ბოროტება იბრძოდნენ,

ბოროტებაც ისე სწრაფაც მარცხებოდა,

როგორც ჩემ თეფშზე ფაფა.

და არაფერი იყო ამქვეყნად სადარდებელი, ვიდრე ადრე დაძინება,

ვიდრე დილას ბაღში წასვლა, ვიდრე მოლოდინი დედის…

სადაც მიხაროდნენ ადამიანები, სადაც საათობით შემეძლო

მეყურებინა, როგორ გამოყავდა დედას ძაფისგან ჩემი ქუდი.

მე მეხურა თავზე მთელი სამყარო და ვცდილობდი სწრაფად გაზრდას.

და აი, არაფერიც არ მოხდა –

თავზე ქუდი აღარ მეტევა, ყელში – მთელი სამყარო.

დროა, ყოველთვის მეცოტავოს ბავშვობა.

დროა, აღარ გავიზარდო მეტი.

 

tumblr_lsuus92OQx1qmdkomo1_500