Monthly Archives: ნოემბერი 2013

Till I’m Gone

სტანდარტული

მინდა მოგწერო ასე –

– გწერ დუბლინის მყუდრო პაბიდან,

აქედან ორ კილომეტრში,

ორსართულიან სახლში ვცხოვრობ,

შენც დაიჯერო, რომ ამ ორ კილომეტრს

დღეში ორჯერ ფეხით გავდივარ.

მოგიყვე როგორ ვმოგზაურობ,

ერთი ჩემოდნით..

და ყოველ დილით ჩემს ფანჯრებთან

შემოდგომა როგორ გროვდება.

სიტყვა-სიტყვით, როგორც სულ ადრე,

როცა ამ სიტყვებს შელოცვასავით

ძალები ჰქონდათ

განსაკუთრებით, მაშინ, როცა ამას

გულში ვამბობდი..

ზუსტას ასე, გიმარცვლავ იმ ცხოვრებას,

რომელიც მოხდა,

ზუსტად იქ, სადაც

სურათებში ვმოგზაურობდი.

წერილის ბოლოს, მორიდებით

ალბათ, P.S.-ში

გწერ და თან კითხვის ნიშნით:

“მალე ჩამოხვალ?”

1382408_585582248175272_1945758053_n