Blaugrana

სტანდარტული

ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ფილმის კადრებივით ვუყურებ, როგორ ვდგავარ სკოლის გრძელ დერეფანში ჩემს მეგობართან ერთად, რომელსაც ხელში პლაკატი უჭირავს, პლაკატიდან შავკანიანი ფეხბურთელი მიცინის. ჩემი მეგობარი აღფრთოვანებით მიყვება მასზე, კლუბზე, სადაც ის თამაშობს, მე ვინტერესდები და ვიწყებ ყურებას, ჩემს ცხოვრებას ორი მნიშვნელოვანი ფერი ემატება : ლურჯი და ბროწეულისფერი.

 

    „ზოგჯერ თავის მიუბრუნებლადაც ვიცი სად არის ხავი“ – ანდრეს ინიესტა

   „ ინიესტას ყოველთვის ვეუბნები, რომ ძალიან მენატრება, როცა ჩემ გვერდით არ თამაშობს“ –   ხავი ერნანდესი    

   „ საოცარი სიამოვნებაა მესის გვერდით თამაში, ის განუმეორებელია“ – ტიერი ანრი

  „ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბარსელონა ჩემი სახლია და მინდა აქ ძალიან დიდხანს დავრჩე“ – ლაიონელ მესი

  „ თამაშის შემდეგ ვერაფრით ვიძინებ ხოლმე, ჩემს ფიქრებში იგივე თამაშს 12-ჯერ ვთამაშობ“ – იბრაჰიმ აფელაი

 „ სერხიო ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფი და თავის საქმის უბადლო მცოდნე, როცა ის მოედანზე ჩემთან ერთადაა, უფრო თავდაჯერებული ვარ“ _ ლაიონელ მესი

 

1275244_553460038061073_1894974496_o

          

        საბედნიეროდ, თითქმის ყველას ცხოვრებაში არსებობს ისეთი რაღაც, რაც ერთდროულად შეიძლება ადრენალინიც იყოს, იყოს ანტიდეპრესანტი, იყოს ძალიან დიდი სიამოვნება, სიხარულის და გაბრაზების რაღაც დაუჯერებელი მიქსი, გამარჯვების ჟრუანტელისმომგვარი განცდა, წაგების მწარე ცრემლი, ან უბრალოდ, ცხოვრების წესის ძალიან დიდი შემადგენელი ნაწილი. ეს ჩემთვის „ბარსელონაა“ – რიტუალია, რომელსაც თამაშის დაწყებამდე ფორიაქი უძღვის წინ, თამაშის დაწყებისას – სიამაყის შეგრძნება და იმ სამყაროში შესვლა, რომლის წესებსაც და მექანიზმსაც ვერავინ და ვერაფერი ხსნის.

მიყვარს ის გზა, რომელსაც გადიან გასახდელიდან მოედნამდე, ის განწყობა, რომლითაც ერთმანეთს ამხნევებენ, მოტივაცია, რომლებიც თვალებში უჩანთ, როცა კამერა სათითაოდ აჩვენებს სახეებს, თითოეული სახის დანახვისას მეღიმება და სულ ვფიქრობ, რამდენი წელი გავიდა, როგორ გავიზარდე, რამდენი რაღაც შეიცვალა… „ბარსელონა“ სულ არის, უფრო დიდი სიყვარული მის მიმართ, უფრო გააზრებული შეგრძნებები, უფრო დიდი ემოციები, ის ხომ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი…

…. ბურთი თითქოს მოჯადოებულია და მარტო მათთან მიდის, ისეთი ზუსტი პასებით თითქოს, მოწინააღმდეგეები არ არსებობენ, თვალს ადევნებ და გგონია, რომ ძალიან ლამაზი სპექტაკლია. ზოგჯერ ერთმანეთსაც არ უყურებენ, ისე იციან ვინ სად ან როგორ შეიძლება იყოს. ნებისმიერი თამაში შეიძლება შეაფასო ტაბლოზე აღნიშნული ციფრებით, მოპოვებული ტიტულებით – „ბარსელონას“ უნდა უყურო, უნდა დატკბე და დაგამახსოვრდეს. ფაქტობრივად, შეუძლებელიცაა, არ დაგამახსოვრდეს ტანმორჩილი ბიჭი, რომელსაც ზურგზე 10  ნომერი აწერია სახელით – მესი, რომელსაც შეუძლია წამების განმავლობაში, სანამ ჩვენ თვალის დახამხამებას ვასწრებთ მხოლოდ, საოცარი კომბინაციით გაარღვიოს კარის ბადე.

„ როცა მას ხედავ ჩაცმულს ჩვეულებრივ ტანსაცმელში, ის ჰგავს ბავშვს, რომელიც სკოლაში მიდის, მაგრამ როცა ის იცვამს თავის ათნომრიან მაისურს და გამოდის მოედანზე, სხვა დანარჩენები ჰგვანან მოსწავლეებს თავიანთი მასწავლებლის წინაშე“ – ბიქსენტე ლიზარაზუ (საფრანგეთის ნაკრების და „ბაიერნის“ ფეხბურთელი)

შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს ტყუპებივით ერთმანეთს რომ ჰგვანან 6 და 8 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელები, ტელეპატიურად რომ გრძნობენ როდის უნდა აღმოჩნდნენ ერთმანეთის გასწვრივ და შექმნან მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო დუეტი – ეს „ხავიესტაა“ . ( ხავი და ინიესტა)

 

Xavi+and+Iniesta

თავდაუზოგავად, საოცარი სიძლიერით და სისწრაფით მორბენალი ხვეულთმიანი „ტარზანი“ (კარლეს პუიოლი), რომელიც თავის კარებს ისე იცავს, როგორც ცხოველი თავის ახალშობილ ნაშიერს. და ასე სათითაოდ, ყველას დახასიათებაა შესაძლებელი, როგორც განსაკუთრებული ინდივიდი იმ საერთო და დაუმარცხებელი ორგანიზმისა, რომელსაც „ბარსელონა“ ჰქვია.

განსაკუთრებული პატივისცემით მინდა გამოვყო პეპ გუარდიოლას წარდგენილი „ბარსელონა“, ოთხი წლის განმავლობაში მან მთელ საფეხბურთო სამყაროს ისეთი საფეხბურთო კლუბი აჩვენა, რომელიც ჯერ აქამდე არავის უნახავს. გამარჯვებას გამარჯვებაზე ვზეიმობდით და ყოველი თამაში დღესასწაული იყო, ის ფეხბურთელებისთვის მამაც იყო, მეგობარიც  უფროსიც, რომელსაც თვალებში უყურებდნენ და ადამიანი, რომლისაც ყველას სჯეროდა.

ის წავიდა და როგორც „ბლაუგრანას“ სჩვევია, ისე გააცილეს, ცრემლებს ვერ იკავებდა ვერავინ. ვიჯექი ტელევიზორთან და ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ, ჩვენ ყველა ვუყურებდით გუარდიოლას, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს, რომელიც მიდიოდა ჩვენგან და ჩვენ ვაცილებდით. წავიდა და დაგვიბარა, რომ ის ყოველთვის აქ იქნება და ერთხელ აუცილებლად დაბრუნდება. „ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. რევოლუცია უკვე მოხდა. მხოლოდ ამ რევოლუციის შემოქმედი დაგვემშვიდობა. ის წავიდა დაღლილი, ცრემლიანი და გამარჯვებული.“ (ბარსელონას გულშემატკივარი)

პ.ს. ამ სიყვარულს დრომ ვერაფერი დააკლო. შევდივარ და ვამოწმებ საიტს, რომელიც მეუბნება, რომ „ბარსას“ შემდეგ თამაშამდე დარჩა : 0 დღე, 5 საათი, 26 წუთი.

და.. „ ასე იქნება მუდამ, სანამ ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან“

 

202810_4511869404352_2138300049_o

 

 

Advertisements

One response »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s