Insomnia

სტანდარტული

“იმ დღეს რალფი ჰარისის ავენიუს გაგრძელებას ჩვეულებრივზე მეტად გასცდა, ალბათ იმიტომ, რომ საავდრო ღრუბელებს მზე დაეფარათ და დროდადრო გრილი ნიავი უბერავდა. თითქოს ტრანსშიაო, არაფერზე ფიქრობდა, არც არაფერს უყურებდა, თავისი სპორტული ფეხსაცმელების მტვრიანი ცხვირების გარდა, როცა ბოსტონიდან მომავალმა “უინაითედ ეარლაინის” თვითმფრინავმა, რეისით ოთხას ორმოცდახუთი, თავზევით გადაუფრინა. შეკრთა. უცევ ვერ გამოერკვა, სად იყო, როცა თვითმფრინავის ძრავის ღმუილი შემოასმა..”

რალფ რობერტსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ცხოვრება რამდენ მოულოდნელ გარემოებებს შესთავაზებდა, ის ფიქრებით მხოლოდ თავის მომაკვდავ ცოლთან იყო. რალფის წარმოდგენაში მხოლოდ სიკვდილი იყო ყველაზე დიდი უბედურება, რომლის სუნს და აურას დიდი ხანია გრძნობდა. გრძნობდა, ოღონდ ვერ ხედავდა. ვერც ედ დიპნოს და სატვირთოს მძღოლს შორის მომხდარმა ინციდენტმა მიახვედრა, რა უცნაურობა ხდებოდა მის თავს, არც კედლიდან წამოსული წიკწიკისთვის მიუქცევია ყურადღება, კეროლაინის სიკვდილის შემდეგ რომ ჩაირთო. ის უბრალოდ, სიკვდილზე ფიქრობდა, მაგრამ ეძინა, თან ძალიან კარგად.

ერთი თვის შემდეგ, რალფ რობერტსს ცხოვრებაში პირველად დაეწყო უძილობა.

იმ შეგრძნებებს, რასაც კითხვის დროს განვიცდიდი, როცა რალფის ძილს, ყოველ დღე თითო საათი აკლდებოდა, შევადარებდი ცოცხლად წოლას ცივ სასახლეში, რომელშიც ყოველ ღამე საკუთარი ნებით წვები და ყოველ ღამე რწმუნდები, რომ ყველა მცდელობა, ძილი როგორმე შემოიტყუო, ამაოა. მე ჩემს უძილობაზე შევწყვიტე წუწუნი და მის უძილობაზე დავფიქრდი. მივყვებოდი ფურცელ-ფურცელ, სანამ ორივე არ მივხვდით ამ ყველაფრის მიზეზს..

წარმოიდგინეთ ეს სამყარო ადამიანებით, რომლებსაც ირგვლივ შარავანდედივით აურები აკრავთ, სხვადასხვა ფერის. ავტობუსით მგზავრობის დროს, გვერდით შუახნის მამაკაცი გიზით, რომელსაც სივრცეში თვალი გაუშტერებია, აკვირდები და ნელ-ნელა ამჩნევ წითელ კონტურებს მის ირგვლივ და გრძნობ, როგორი განრისხებულია ის, იმიტომ, რომ სამსახურიდან გამოაგდეს.

რალფ რობერტსი, მე და ლუიზი ყველაფერს მივხვდით. იმასაც, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც რალფი სრულიად შემთხვევით მოხვდა აეროპორტის გზაზე. რალფი ჩემზე ადრე მიხვდა, რას ნიშნავდა მაკრატელი, რომელიც ხელში ეჭირა თეთრხალათიან, უნაკვთებო ექიმებს. მე ვერც კი შევნიშნე, როგორ აწაპნა ერთ-ერთმა მათგანმა ლუიზს დაკარგული საყურეები, სანამ ორივე საავადმყოფოს სახურავზე არ აღმოჩნდნენ და სწორედ იმ მაკრატლით არ გაიხსნა კვანძი.

ვზივარ და ისევ ვფიქრობ ჩემს უძილობაზე.

თუ ოდესმე აურები დავინახე, აუცილებლად გადავრჩენ ძაღლს, რომელსაც როზალი ჰქვია.

 

insomnia

Advertisements

5 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s