Happy Bithday To Me

სტანდარტული

ბლოგი რომ შევქმენი, იმ წელს 17 წლის გავხდი. როცა დროის უკან დაბრუნებაზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, სულ ეს ასაკი მიტრიალებს ტვინში, გულზე მიჭერს, სახე მიხურს. იმიტომ, რომ თუ ოდესმე შესაძლებელი გახდება დროის ყურით მოთრევა, მას აუცილებლად დავაბრუნებინებდი ჩემს თავს 17 წლის ასაკში. არა იმიტომ, რომ სერიოზულ ცვლილელებს მოვახდენი, ცხოვრებას შევცვლიდი და ამით ძალიან ბევრი რამ მოხდებოდა. არა, უბრალოდ, დავბრუნდებოდი. გუშინ 22 წლის გავხდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის აღნიშნვაც ცუდ ხასიათზე მაყენებს. მართლა არ მეგონა, ასე თუ იმოქმედებდა, იმდენად ვნერვიულობდი ამ წლოვანების გამო, ბავშვურად მეგონა, თორმეტს საათს რომ გადასცდებოდა, რაღაცას ვიგრძნობდი ორგანიზმში, ან გარეგნულად ერთაბაშად დამეტყობოდა : )) არ ვიცი, რატომ, ალბათ, იმიტომ, რომ 21 წელი ისევ თინეიჯერული წელია, უფრო თამამად ატრიალებ ფრაზებს – “Forever Young”, “Young, wild and free”, მოკლედ, რაღაცნაირად, უფრო თამამი ხარ, უფრო თავისუფალი, უფრო, უფრო..

ჰოდა, გამივლის დროთა განმავლობაში წლების მატებასთან ერთად გამოწვეული ერთგვარი დეპრესია, შევეჩვევი, ციფრთა წყობას არ დავაბრალებ ჩემს ცუდ განწყობილებას, რაღაცნაირად ალბათ, უფრო შევიფერებ და ბევრს გავიღიმებ. წელს ერთაბაშად ბევრმა გარემოებამ მასწავლა ისეთი რაღაცები, რაზეც ჩემს წარმოდგენებსაც არ ჰქონდა წარმოდგენა, ძალიან ბევრ რამეზე მეტკინა გული, ბევრი ადამიანი დავკარგე, აი, ისეთები, ვისაც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ჩემს გულში. ერთდროულად შეთანხმდნენ, წასულიყვნენ ისე, რომ სავარაუდოდ, გული აღარც მომიბრუნდება. არც ვიცი, ამ პოსტს რატომ ვწერ, ჩემი გულის არქივისთვის ალბააათ? იმიტომ, რომ როცა ადამიანებს ვშლი, ისინი მხოლოდ მაშინ მახსენდებიან, როცა ამას მე მოვინდომებ, მე კი აღარ ვინდომებ. ჰოდა ასე.

ვულოცავ ჩემ თავს, ვუსურვებ საკუთარი თავის დაფასებას, იმიტომ, რომ ჩემი თავი, როგორც იქნა, მიხვდა, სანამ თვითონ არ დააფასებს საკუთარ თავს, სხვები, მითუმეტეს, არ შეიწუხებენ. ვუსურვებ მოგზაურობას, საინტერესო წიგნებს, ადამიანებს, მუსიკას. მინდა, რომ სასიამოვნო აღმოჩენების ნიშანი ყოფილიყოს ეს წყვილი ორიანი, ეპოვოს სიმშვიდე, ჰაერივით რომ სჭირდება, ეპოვოს ადამიანი, რომელთანაც აღიარებს თავის დაღლას და სისუსტეს და უფლებას, მისცემს, საკუთარი თავის გარდა, ცოტა ხნით, სხვასაც დაეყრდნოს. თამამად ვეუბნები, ამდენი წლის მერეც, რომ საუკეთესო მეგობრები ჰყავს, რომლებმაც დროს გაუძლეს. გილოცავ, მორეირა, განსხვავებულად სასიამოვნო ყოფილიყოს ეს წელი შენთვის.

 

პ.ს. ჩემი მეგობრების სიურპრიზი დაბადების დღეზე ❤

 

1239615_10202083412146758_1152658905_n

Advertisements

One response »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s