სტანდარტული

არ ვიცი ხოლმე, სულერთია თუ არა,

სიზმრებიდან შემთხვევით მოვხვდი ამ სამყაროში

და ყოველ ღამე ვეძებ გზას, უკან დაბრუნებისთვის

და ყოველ დილით ვიწესრიგებ თავს, რომ არ შემეტყოს

გუშინდელი ნასიზმრალი…

ვმალავ იქაურ ნაცნობებს და აქ უცნობივით –

“სასიამოვნოა, კიდევ შევხვდებით”

მე მინდა სიზმარივით – დამიჯდე გვერდით,

მე გიყვებოდე შორეულ ცხოვრებაზე, რომელიც უკუღმა ახდა

შენ მამშვიდებდე, რომ სიზმრებში ზღვაა უფრო მშვიდი,

მეც ვიჯერებდე, რომ შიშები ცხრა ზღვას იქით გადასახლდნენ, სამთავიან დევებთან

რომ ყველა ყალბი სიტყვა უფსკრულში გადაიჩეხა,

ჩვენ სამუდამოდ გადმოვცხოვრდით აქ,

ისე, თითქოს, სხვა ცხოვრება არც კი მომხდარა.

12345

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s