Monthly Archives: აგვისტო 2013

Once Upon a Time.

სტანდარტული

იყო და არა იყო რა,

შენზე უკეთესი ვინ იქნებოდა

იყო ზღვა და ზღვის პირას სახლი

სადაც ვცხოვრობდით მე, შენ და სამი ბავშვი.

ჩვენ ყოველ დილით ვასწრებდით მზეს ამოსვლას

და ზღვას თავის კალაპოტში დაბრუნებას,

სიმშვიდე იყო სახლის კედლები,

შემოდგომის ფოთლებიჭერი,

ჩვენ ყოველ დილით ვესხედით დედამიწის მაგიდას

და ვმოგზაურობდით.

სიმშვიდის კედლებზე ეკიდა ჩარჩოში ჩასმული მოგონებები,

აი, აქ ვჩანვარ დიდი მუცლით, სადაც დიდხანს ნაფიქრი გოგონა მიზის

მოპირდაპირე მხარეს, ჩარჩოში ჩემი ნაქარგებია – ორი ხუჭუჭა ბიჭით.

და აი ისიც, კიბესთან, საძირკველია,

ყოველ ღამე ურდულით რომ კეტავს ჩვენს სიმშვიდეს,

გადახდილ საბანს ჩუმად მიკეცავს და შუბლზე მკოცნის ისე,

როგორც არასდროს.

მე ვიძინებ და მესიზმრება, რომ

იყო და არა იყო რა,

შენზე უკეთესი ვინ იქნებოდა?!

533027_454788354532424_1226475346_n

Advertisements