Monthly Archives: ივლისი 2013

wtf

სტანდარტული

რას აკეთებენ ადამიანები, როდესაც საკუთარი თავით იღლებიან?!

იცვლიან საცხოვრებელ სახლს, იღებავენ თმას ან იჭრიან, ან მიდიან ქალაქგარეთ, იცვლიან ტანსაცმელს, ცდილობენ შეიყვარონ ან გადაიყვარონ, კითხულობენ წიგნებს, მიდიან მაკდონალდსში, სვამენ, სძინავთ უაზროდ და ა.შ.

 

რას ვაკეთებ მე?

მე არ მინდა ვიყო ჩემნაირად, მინდა ვიყო მისნაირად და ეს რომ მინდა, უკვე გადამინდა.

ნახვამდის

Advertisements

Collector

სტანდარტული

ჯონ რობერტ ფაულზი სულ რაღაც ორი დღის წინ გავიცანი, მანამდე მასზე არაფერი მსმენოდა. თავი კი გამაცნო თავისი რომანით – “კოლექციონერი”. როგორც ჩემი წაკითხული წიგნების უმრავლესობა, მისი კითხვაც შუაღამე დავიწყე, რაც შემდეგ ძალიან ვინანე. ღამე ჰო ამძაფრებს ემოციებს, გიღვიძებს მეხუთე, სულაც, მეექვე გრძნობებს, ფარდის ჩრდილიც სხვადასხვა სახეს იღებს და მოკლედ… ორი ღამის განმავლობაში, გამოკეტილი ვიყავი ჩახუთულ, უსიცოცხლო, უსინათლო სარდაფში და შორიდან ვადევნებდი თვალს ფერდინანდს და მირანდას, მოწმე ვიყავი იმ ამაზრზენი ისტორიისა, რომელიც წავიკითხე.

ფერდინანდის გაცნობისთანავე, ზიზღნარევი სიბრალული გიჩნდება, ხან გეცოდება, ხან გეზიზღება, ხან  – ორივე ერთად, ხან საერთოდ ვერაფერს გრძნობ. ის პეპლებს კლავდა და თავის კოლექციაში აწყობდა. სიამოვნებას ღებულობდა მათი ამ მდგომარეობაში ხილვით, სულ ეს იყო მისი ცხოვრება, სანამ ტოტალიზატორში საკმაოდ დიდი თანხა არ მოიგო და თავისი მზაკვრული გეგმით არ გადაწყვიტა თავის კოლექციისთვის დიდი შენაძენი გაეკეთებინა, მირანდა გრეის სახით. მირანდა მისი აკვიატება იყო, ისეთივე შემხუთველი სურვილი, როგორც უიშვიათესი ეგზემპლარი პეპლისა, რომელიც ყველაზე ლამაზი იქნება შენს კოლექციაში. იწყებ მის თვალთვალს, სწავლობ მის თითოეულ ნაბიჯს, ცხოვრებას, აკონტროლებ ყველაფერს, მერე კარგად მოფიქრებული გეგმით, ჩაუსაფრდები, ხელს წაავლებ და შენია, ოღონდ ის არ კვდება. ჯერჯერობით.

ასე შეამატა თავის კოლექციას, როგორც თვითონ უწოდებდა – ცხოვრების სიყვარული, მხატვარი, ულამაზესი მირანდა გრეი. თვეების განმავლობაში სარდაფში ჰყავდა დამწყვდეული, თავისი ამაზრზენი საქციელის გამოსყიდვას მხოლოდ იმით ცდილობდა, რომ გოგონასთვის მოჰქონდა ხატვისთვის საჭირო ნივთები, თითქმის, ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა.

რომანი არის ორნაწილიანი :  კოლექციონერის და ეგზემპლარის მონათხრობი, სადაც სულისშემძვრლად არის გადმოცემული სიმარტოვის აუტანლობა, გაუცხოება, სიძულვილი, შემზარავი წარმოდგენა იმისა, რა ახლოსაა სიკვდილი და ვერაფერს აკეთებ, რომ აიცილო, თან ეს სიკვდილი სულ არსაიდან, უბრალოდ, ვიღაცის ახირების და აკვიატების გამო მოდის და ისე კვდები, სიკვდილის წინ ფრთების გაშლასაც ვერ ახერხებ, კვდები იმ ოცნებით, რომ დაინახო ცა, დაინახო ბოლოჯერ ის ადამიანები, ვინც გიყვარს, ნახო ის და უთხრა, რომ გიყვარს.

საშინელი ორი ღამე მქონდა, შიშები დამჩემდა. თუმცა, მიხარია, რომ მე და ჯონ რობერტ ფაულზმა ერთმანეთი გავიცანით.author_508d77b8f3618