Monthly Archives: ივნისი 2013

The Memory Remains

სტანდარტული

ამ პოსტს ვწერ, სათაურად ვარქმევ “The Memory Remains”, მაგრამ თაბში, გვერდით “Nothing Else Matters” მაქვს ჩართული.

მეხსიერება არის ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი.იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურ (შემეცნებით) პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახვას გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად.

ასეთია მისი განმარტება. ჩემს ლექსიკონში დღემდე ვერ განმიმარტავს მისი მნიშვნელობა, ვერ მომიშინაურებია, ვერ მომირჯულებია და ვერ გადამიწერია. ხშირად მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ საკუთარ მეხსირებაზე დიდი მტერი ჯერ ვერ აღმომიჩენია. ქრონოლოგიურადაც ვერ დაუხარისხებია ბევრი რამ, სწორედ ამიტომაა, რომ გავიძახი “დეჟა ვიუ მაქვს” და ვამართლებ მის არანორმალურ საქციელებს, ისეთი რაღაცები ამოყაროს ჩემი თავიდან, რაზეც გული მშვიდად მაქვს, რომ არ მახსოვს. გამუდმებით მახსენებს თავს, განსაკუთრებით, ძილის წინ, მონოპოლიას ფლობს ჩემს სიზმრებზეც.

ამ ყველაფერზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ერთ რამეში მაინც ვაჯობე. მუსიკალურ მეხსიერებას, რომელიც მაიძულებდა ბევრი სიმღერის მოსმენისთვის თავი დამენებებინა, წამეშალა ჩემი ფლეილისთიდან, შემთხვევითი მოსმენების დროს, გულზე ცუდად მომხვედროდა.. მოკლედ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, გადავაწერე. თან ისე, რომ არც შიშინებს, არც წყდება, არც იკარგება, თითქოს თავიდან იღებს აკორდებს, თითქოს თავიდან მსიამოვნებს. არც ზემოთხსენებული ორი სიმღერის დაკარგვა მომიწევს და მალე ალბათ, ის დროც მოვა, ამნეზიას და ობლივიატეს, რომ აღარ ვინატრებ.

large

Advertisements

Anniversary ♥

სტანდარტული

ვორდპრესმა 5 წლის ენივერსარი მომილოცა 🙂

კარგად მახსოვს მიზეზები, მიზანი და სურვილი, რატომ გადავწყვიტე ბლოგი მქონოდა. წლების განმავლობაში, მათ ფორმირება განიცადეს, მაგრამ საერთო ჯამში, მთავარი მიზანს ისევ ერთგულად ასრულებს – იყოს ნავსაყუდელი ჩემი ფიქრების.

მიყვარს აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ვერ ვსტუმრობ და ბევრი იდეა, რომელიც შემიძლია მასთან ერთად განვახორციელო, კვლავ იდეად რჩება დიდი ხანია. იმედი მაქვს, ერთხელ აუცილებლად შევძლებთ ბლოგსფეროში ჩვენი ადგილი დავიკავოთ )))

მიყვარს და მსიამოვნებს ჩემი მეზობელი ბლოგერების თვალიერება და კითხვა, ისინი ხშირად თავისდაუნებურად, მიბიძგებენ, რომ მეც ვწერო.

მიყვარს ნებისმიერი სახის კომპლიმენტი, რომელსაც ჩემი ბლოგის შესახებ მეუბნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მკითხველი ჰყავს.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობარს, ნიკას, რომლის გარეშეც ბევრი პოსტი საერთოდ არ იარსებებდა ♥

მომავალ ენივერსარიზე, პროგრამა მინიმუმი მაინც მექნება შესრულებული : ))

კეთილი სურვილებით,

Homeless Girl

 

463