Monthly Archives: მაისი 2013

eyesside

სტანდარტული

მე მომწონს ჩემს თვალებს იქით სამყარო

რომელსაც ვხუჭავ, როგორც მომუშტულ ხელებს

და იშლებიან ოცნებები, როგორც მუხლუხოებიდან პეპლები

რომლებიც ცოცხლობენ ჩემი თვალების გახელამდე.

მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ თვალებსაქეთ სამყაროზე

ასწრებენ მხოლოდ გამოხედვას წამწამების გისოსებიდან

ეს თვალებსიქით სამყაროა:

სადაც ცოცხლობენ ფიქრები და სიზმრები მათი,

სადაც შეუძლებელია სიკვდილი,

სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ანარეკლსაც

სამუდამოდ იტოვებენ მათი თვალები.

სადაც შესაძლებელიხარ.

_silent_tears_of_a_woman__by_nanfe-d552keu_large