Gone.

სტანდარტული

არც არავისთვის დაუბარებია, არც არავისთვის რჩევა არ უკითხავს, ისე წამოვიდა.

არავისთვის? თავისი ფიქრებისთვის, ოცნებებისთვის, ძილისწინ ღრმად ამოოხვრისთვის, დილის უზმოზზე მოგონებებისთვის. ყველაფერი ერთბაშად მიატოვა, ისეთ დროს წავიდა, ვერც ერთმა შენიშნა მისი გაუჩინარება.

მიდიოდა, ერთი წყვილი ტანსაცმლის ამარა, რომელიც ზედ ეცვა, ფეხზე საზაფხულო ჭილოფის ფეხსაცმლები, ზურგჩანთა ცალ მხარზე ჰქონდა მოკიდებილი, მიდიოდა აუჩქარებლად, დინჯად. გზად არც არავინ შეხვედრია, არც ქარი ყოფილა, არც მზე უჭრიდა თვალს, ცოტათი ცრიდა.

თვითონაც უკვირდა, გზად არავინ დამგზავრებია, არც ერთი მისი ფიქრი. არც არავის ფიქრი.

ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა წამოვიდეს, საიდანღაც, ვიღაცისგან, რომლიდანაც, რისგანაც, უკანა კარიდანაც. უბრალოდ, წამოვიდეს და იყოს თავის თავისთვის, მარტო.

მას შეუძლია ამ დროს ყველაფერი იყოს, ყველაფერი, რაც მის თვალდახუჭულს ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს. წამოდგომაშიც არავინ უნდა დაეხმაროს, არავის არაფერზე შეუთანხმდეს, კარი ჩუმად გაიხუროს და წავიდეს. არც არაფერი დაიბაროს და არავის არასდროს არაფერს შეპირდეს.

დაპირებები ადამიანებს უხილავი ძაფებით აკავშირებს, ჰო ძაფებით, არავინც იცის როდის გაწყდება ან რატომ გაწყდება, ან აიბურდება. ვეღარც შეკრავ, ვეღარც თავიდან დაახვევ.

ყველაფერი, რაც ჩვენ სურვილებს ეწინააღმდეგება, ბოლოს იმ სახეს იღებს, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.

უბრალოდ, უნდა ადგე და წახვიდე.

მიმართულებები შეუზღუდავია, უთვალავია.

არავინ დაგემგზავრება, თუ ამას ისევ შენ მოინდომებ, არც უხილავი ძაფები შემოგიკრავენ კოჭებს.

შენ თავისუფალი ხარ,

წამოხვედი.

 

tumblr_mbv2n0PiMW1r8slfxo1_500

 

Advertisements

3 responses »

  1. _ ნია იცი, მე ყოველთვის მსურდა სხვა ვყოფილიყავი….
    _ მეც იგივე სურვილი მქონდა ჯონ.
    არც გამკვირვებია მისი პასუხი:
    _ ნია იცი, მე და შენ ვგავართ ერთმანეთს….
    _ მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გვსურს სხვადასხვანაირები ვიყოთ – სიტყვა გამაწყვეტინა ნიამ.
    ცა სხვა ფერი იყო, ნიაც. , ისეთი ფერი , აქამდე რომ არ შემიმჩნევია მის სახეზე
    _ ჯონ, იცი მიყვარს მზის ჩასვლის ყურება, სტაფილოსფერს რომ აიკრავს ხოლმე ზეცა და მერე ბინდისკენ წავა. – არ ვიცოდი რა მეთქვა, მერე თვითონ გააგრძელა – ჯონ, იცი ადამიანები რაღაცით ჰგვანან ვარსკვლავებს…
    _ განსაკუთრებით მაშინ, როცა მზე ჩადის – ახლა ის გაჩუმდა – ნია მზე ჩადის – თითქოს შევახსენე ისე ვუთხარი. ცისკენ არც ამიხედავს.
    _ ჯონ – ხმა აუკანკალდა ნიას
    _ ჰო
    _ ჯონ, იცი მგონი მიყვარხარ, – მცირე ხანს ჩუმად იყო – ვიცი ამას ახლა არ უნდა გეუბნებდე, მაგრამ, ….. – ნია გაჩუმდა
    თვალები ცრემლიანი ჰქონდა, თითქოს მის თვალებშიც ჩამქრალიყო მზე და სიყვითლე აჰკვროდა….
    – მოთხრობა დავწეროთ რა, ჩვენზე დავწეროთ – ჯერ გაიღიმა, მერე.. _ ნია რატომ ტირი? – მეტი ვეღარაფერი ვკითხე
    _ ჯონ, უნდა წავიდე. – ახლა უფრო აემღვრა თვალები და ცრემლით დაუსველდა.
    ვერაფერს მივმხვდარიყავი, მეგონა ნია ბავშვობისდროინდელ თამაშს მეთამაშებოდა, მეგონა ახლა უნდა დავხუჭულიყავი და მერე ჩემს ზურგს უკან დამალული ნია მომეძებნა. მზე ჩადიოდა. ნიას თვალებშიც ჩამქრალიყო მზე. ის ჩუმად იჯდა, არაფერს ამბობდა და არც მინდოდა რამე ეთქვა. ჯობდა ჩუმად ყოფილიყო და ჩამქრალი ცისთვის ეყურა, ჯობდა ნია აღარ მენახა, ჯობდა დაკარგულიყო…

    _ წადი ნია, წადი – ვთქვი და ჩემს ხელისგულს დავაკვირდი….
    _ ჯონ – ის უკვე ცრემლებს იწმენდდა – მე ყოველთვის მსურდა სხვა ვყოფილიყავი.
    _ მეც ნია, მეც – ისევ ჩემს ხელისგულს ვუყურებდი და ნიას წასვლას ველოდებოდი.
    _ წავალ მე ჯონ!
    _ მეც ნია.
    _ მე მართლა წავალ ჯონ
    _ მეც ნია.
    _ მე ცაში წავალ ჯონ.
    აღარაფერი ვუპასუხე, ავდექი და თვითონ წამოვედი. ნიასკენ აღარც გამიხედავს….

    მასზე თითქმის ვეღარაფერს ვიგებდი, წავიდა და დაიკარგა.. სიზმრებში გამოჩნდებოდა ხოლმე და იქაც სხვასთან და სხვა სივრციდან მესაუბრებოდა, მე კი ხმა მქონდა ჩაწყვეტილი და ერთ ბგერასაც ვერ ვაწვდენდი, ან მეგონა რომ “ვერ”. მას ასე სურდა.. ეგ იყო და ეგ.
    მერე მე მოვკვდი, როგორც ხდება ხოლმე, ჩვეულებრივ, ნაადრევად. ვნანობდი ჩემს თავს, ჩემს ძმებს, და იმ დღეებს, რომელიც არ გათენდა ჩვენთვის. მაგრამ მაინც ყველაფერი ისე იყო როგორიც ცხოვრებაა, ფერადიც საპნის ბუშტივით მერე რომ ქრება..
    რატომ ხდება ასე?! უკვე მკვდარი ვიყავი, მარტო დავრჩი სასაფლაოზე. ნიას ბოლო სიტყვები იქნებოდა – “ბავშვი, რომელიც სიბერით გარდაიცვალა” – ეგეც არ უთქვამს, წავიდა, ოღონდ სულ ბოლოს, ალბათ საუბარი უნდოდა, მაგგრამ აარაფერი უთქვამს, ან მე არ მესმოდა.. მიტრიალდა და წავიდა.

    … იყო ვიღაც, ვინც მხოლოდ ჩემთვის არსებობდა და რომლის საუბარიც მხოლოდ მე მესმოდა. ისე კი არც მე ვარსებობდი და არც ნია. ჩვენ უბრალოდ მზის ჩასვლის წინ შევხვდით ერთმანეთს. ან მე მეგონა რომ შევხვდით.

  2. გამოხმაურება: In a Manner of Speaking « Marie Eliadze

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s