Fake Fame

სტანდარტული

მიტოვებულ სახლს დაემსგავსა ჩემი ბლოგი.

რამდენჯერაც შემოვდივარ, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს, აღმართს ამოვუყვები, სახლის კარებთან მივალ, ცოტა ხანი შევისვენებ, ჩამოვჯდები, სახლს გავხედავ და უკან ვბრუნდები.

ვერ ვწერ. ისევ თაბაშირი მადევს ენაზე და თითებზეც.

ხშირად ვფიქრობ, რომ თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა ჩემი თავის ასე ყოფნა

ის ცოტა ხანში სულაც არ იქნება ჩემი თავი.

და ეს ალბათ ძალიან ბევრი საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების შეუსრულებლობას უკავშირდება..

ან მგონია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და თურმე სულაც არა

ან შეიძლება ძალიან კარგი მატყუარა ვარ და აქამდე ეს ყველაფერი ჩემ თავს ისე კარგად დავაჯერე, რომ

ახლა ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ მიჯერებს )

ერთი უნიჭი რეჟისორის დადგმული ტრაგიკომედიის უნიჭო მსახიობი ვარ

თან ერთი მსახიობის თეატრში.

 

შემოვედი ამ სახლშიც და აქაც ყველაფერს მტვერი ადევს და იმდენი მოგონებაა,

სული მეხუთება

 

ნახვამდის.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s