Monthly Archives: ივნისი 2012

My half alien.

სტანდარტული

ახლა – ამ წუთს, ამ წამს, ამ სამყაროში, დედამიწაზე, გალაქტიკაში, ყველგან, სადაც ჩემ თვალდახუჭულ ფანტაზიას შეუძლია იმოგზაუროს, შავ-თეთრ ფიგურებში შენ რაღაც უცნაური ფერით გამოკვეთილი დააბიჯებ. ნაბიჯები არც ისე მსუბუქია, თავი მკერდში გაქვს ჩარგული და სწრაფად მიდიხარ. მზერას გაცილებ და შავ_თეთრ ფიგურებს ვაკვირდები, მერე სიცარიელის ერთბაშად მოწოლის გამო, მზერას ისევ შენზე ვაბრუნებ, შენ ისევ ისე მიაბიჯებ, ისევ ისე მკერდში თავჩარგული, ისევ იმფრად. თვალებს ვახელ, თვალგახელილ ჩემ ფანტაზიას შენ არ ახსოვხარ, ან ვიღაც ჩვეულებრივი გამვლელი ჰგონიხარ ქუჩაში. მე კიდევ ვფიქრობ – “ამ წუთას რას აკეთებს”

შენ ჩემამდე გაგთვალეს და ჩემთვის, ისიც ვიცი , რა ფერის ხარ, ისიც ვიცი, რომ ახლა დაღლილს შეიძლება გძინავს და მე შესაძლებლობა არ მაქვს კოცნით გაგაღვიძო. ვერც ის შემიძლია, ზედმეტად გადაღლილი გვერდზე მოგიწვე, თავი მკერდზე დაგადო და ძილის წინ კიდევ ერთხელ დავიმახსოვრო შენი სახე. შენ შეიძლება არ მიცნობ, მეც შეიძლება არ გიცნობ, ან იქნებ ორივე ხშირად გვერდიგვერ ვუვლით ერთამენთს და მე საყვადურებით სავსეს შენი უხერხული მოძრაობაც მაღიზიანებს. შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ და შემიძლია, როცა გიპოვი, ეს ნაწერი წაგაკითხო და გითხრა, რომ ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდი, სანამ გაგიცნობდი  🙂

 Image

 

 

Advertisements