ჩემი საქმიანი პარტნიორი

სტანდარტული

გამარჯობა,

ვინც ამ სათაურს გუგლში აკრეფს, სავარაუდოდ, უნიში ‘კომუნიკაციის ტექნოლოგიებს’ სწავლობს, მისმა ლექტორმა კი ასევე სავარაუდოდ დაავალა შუალედურისთვის ამ სახელწოდებით თემის დაწერა..

ვინაიდან და რადგანაც, თავის დროზე ნეტში მოძიებული ნიმუში ძალიან დამეხმარა თემის დაწერაში, გადავწყვიტე, რომ მეც დაგხმარებოდით. თემაში უმაღლესი ქულა ავიღე, გამოყენებულია ექვს თავში რაც კი მიმოხილულა ყველაფერი ))

ასე, რომ თქვენც წარმატებები : )

პ.ს. არა რა მადლობა, რა საჭიროა :დ

 

ჩემი საქმიანი პარტნიორი

 

მე //// /////// გახლავართ. ვსწავლობდი ლონდონში, „Queen Mary, University“-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სწავლა წელს დავამთავრე და თბილისში დავბრუნდი. ტელეჟურნალისტიკაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, სწორედ ამიტომ, ჩამოსვლისთანავე გავაგზავნე  CV ტელეკომპანია „CBC”-ში, რომელიც სულ რამდენიმე წელია, რაც დაარსდა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასაუბრებაზე ორ დღეში დამიბარეს. როგორც გავიკითხე, ტელეკომპანიის დამაარსებელი ქალბატონი გახლდათ. მომთხოვნია, მკაცრი და პრაგმატულიო, მითხრეს. ფსიქოგეომეტრიული ფიგურებიდან მომენტალურად „სამკუთხედი“ წარმოვიდგინე და თვითდაჯრებული ველოდებოდი გასაუბრების დღეს, რადგან მეც ნაწილობრივ „სამკუთხედი“ ვარ, ნაწილობრივ „წრეობიდან“ გამომდინარე დიდ (გავლენიან) სანაცნობო წრეს ვფლობ, დარწმუნებული ვიყავი, ამის აღნიშვნა მასზე დადებითად იმოქმედებდა.

     შეხვედრა შუადღის თორმეტ საათზე იყო დანიშნული, 2 საათით ადრე ავდექი,  მოვწესრიგდი, ყავა დავლიე. ჩაცმულობაზე დიდხანს არ მიფიქრია, გადაწყვეტილი მქონდა ჩამეცვა სოლიდურად, თან ჩემი ახალი „Dior”-ის პიჯაკი დარწმუნებული ვარ, თვალში მოხვდებოდა ჩემ პერსპექტიულ უფროსს. დანიშნულების ადგილზე 5 წუთით ადრე მივედი. მდივანმა მალევე მიმაცილა დირექტორის კაბინეტამდე. შესვლისთანავე, თვალში მეცა მდიდრული და გემოვნებიანი დიზაინი, კედელზე დიდი რაოდენობით გამოკრული სიგელები და სერთიფიკატები. ქალბატონმა სალომე გორგოშიძემ სკამზე მიმითა. ორივემ კომუნიკაცია მოზომილი, თავაზიანი ღიმილით დავიწყეთ. მან მითხრა, რომ ჩემ СV-ს პირადად გაეცნო, მაგრამ მას უფრო დეტალურად აინტერესებდა ჩემი საქმიანობა, გამოცდილება და სამომავლო ინტერესები. მოგეხსენებათ,  ადამიანებს შორის ურთიერთობებისას ძალზე მნიშვნელოვანია არავებალური ურთიერთობები, რომელთა მნიშვნელობა ძალზე დიდია ურთიერთობების საერთო მოცულობაში. ერთამენთს თვალებში ვუყურებდით, ჟესტიკულაცია ნაკლებად მჩვევია, მაგრამ ვცდილობდი დაწვრილებით და შთამბეჭდავად მომეყოლა ლონდონში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. ქალბატონ სალომეს ვატყობდი, რომ ყურადღებით მისმენდა, რადგან არც ერთხელ არ გაუხედავს სხვაგან, დისტანციის მიუხედავად, მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემკენ იყო გადმოხრილი, ამან უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა. გამახსენდა, ჰ.პ.გრეისის ნაშრომი „ლოგიკა და ვერბალური ურთიერთობა“ , სადაც ის საუბრობს ვერბალური კომუნიკაციის ძირითად პრინციპებზე. გამახსენდა ასევე

რაოდენობრივი კატეგორია, რომლის პრინციპია:

     1.შენი გამონათქვამი უნდა შეიცავდეს საჭიროზე არანაკლებ ინფორმაციას.

    2.შენი გამონათქვამი არ  უნდა შეიცავდეს საჭიროზე მეტ ინფორმაციას.

აქედან გამომდინარე, როცა საჭირო ინფორმაციის გაცემას მოვრჩი, ჩემი პერსპექტიული უფროსის კითხვებმაც არ დააყოვნა. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელ და ე.წ. „ჩამჭრელ“ კითხვებს მოველოდი და ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, შესაბამისად, არ დავბნეულვარ და კითხვებს თავდაჯერებულად ვპასუხობდი, ის კი რეფლექსური მოსმენის ტიპს ახორციელებდა, რამაც ჩემი აზრით, უფრო გაადვიალა კონტაქტი და წარმოშვა სიმპათიის მაქსიმა, რადგან მისგან გულრგილობა და არაკეთილმოსურნეობა არ მიგრძვნია. მას ძირითადად აინტერესებდა, რამდენად დიდი გამოცდილება მქონდა პრაქტიკული თვალსაზრისთ. მას დაწვილებით გავაცანი ჩემი საქმიანობა, როგორც ლონდონში, ისე – საქართველოში.

ვცდილობდი ჩემს ქცევაში მაქსიმალურად თვითდაჯრეებული ვყოფილიყავი. დამეცვა ვერბალური კომუნიკაციის ოთხივე კატეგორია. ვიყავი ლაკონური და ორგანიზებული და არ ვუხვევდი მთავარ თემას. ასევე ვცდილობდი გამომეყენებინა პარტნიორების ურთიერთქმედების ერთ-ერთი მეთოდი – დარწმუნება, ანუ პიროვნების გონებაზე ინტელექტუალური ზეწოლა. ვინაიდან, მთელი საუბრის განმავლობაში დირექტორი ყველა თავისი ქცევით, გარეგნობით, მოდური და დახვეწილი ჩაცმულობით, ინტერიერით მარწმუნდება თავის „სამკუთხედობაში“, ხაზს ვუსვამდი ჩემ ფართო, გავლენიან  კავშირებსა და სანაცნობო წრეს. ძალიან კარგად მახსოვდა ვერბალური კომუნიკაციის ორგანიზებისათვის მთავარი კანონები, ჩემი საუბარი მაქსიმალურად გამართული და გასაგები უნდა ყოფილიყო, თორემ გაუგებრობის შემთხვევაში ბრალი მთქმელს ანუ მე დამედებოდა. ვიცოდი, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა ჟურნალისტიკის სფეროში, ამიტომ, პროფესიული ტერმინების უხვად გამოყენებას არ ვერიდებოდი და არ მქონდა იმის შიში, რომ „გაგების ილუზია“ არ მომხდარიყო.

     რეგლამენტირებულობა მაქსიმალურად დაცული იყო, საქმიანი ეტიკეტით დაწყებული საუბრის მანერით და ქცევებით დამთავრებული. ქალბატონმა სალომეს, სიტყვიერად არ აღუნიშნავს და გამოუხატავს, რომ ჩვენი საუბარი და შეხვედრა წარმატებულად მიმდინარეობდა, რადგან აშკარად,  ქოლერიკული ტემპერამენტის მატარებელი გახლდათ  თუმცა, სენსორული გამოცდილებიდან გამომდინარე, აშკარად ვგრძნობდი კეთილგანწყობას და სენსორულადვე ვგრძნობდი, რომ თუ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შედგებოდა, კეთილგანწყობის პრინციპზე იქნებოდა აგებული – როდესაც ადამიანი მეტი ხალისით ასრულებს იმის მოთხოვნებს, ვინც მოსწონს J

       მან ისაუბრა ტელეკომპანიაში გატარებულ ახალ რეფორმებზე, რომელბმაც ძალიან გაამართლეს, ასევე, გამიმხილა, რომ აპირებდა უცხოეთიდან ახალი პროექტის ჩამოტანას, რომელიც ახალი სიტყვა იქნებოდა ქართულ ტელესივრცეში, ფსიქოლოგიური ტიპოლოგიიდან გამომდინარე, ქალბატონი სალომე ნამდვილი ექსტრავერსი გახლდათ. პროექტზე საუბრის დროს ის ხაზს უსვამდა თავის საქმიან კავშირებს და გავლენიან სანაცნობო წრეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული პროექტი საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ეს მომენტი ცოტათი აფერხებდა, თუმცა _ „ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც არ სვამსო“ – აღნიშნა, როგორც რისკიან „სამკუთხედს“ შეეფერება…

  მე ჩემი მხრივ, ვეცადე, ჩალდინის „ზემოქმედების ფსიქოლოგიიდან“ გამომდინარე, გამომეყენებინა შემდეგი პრინციპი :

 >>     დავარწმუნოთ პარტნიორი რაიმეში <<  “სამკუთხეს“ ხიბლავს გამბედავი ადამიანები, სწორედ ამიტომ გავთამამდი და ჩემი აზრი დავუფიქსირე პროექტის შესახებ და ვუთხარი, რომ ღირდა ამხელა ფინანსებად ასეთი დონის პროექტი.

 

   ჩვენი შეხვედრა დასასრულისკენ წავიდა, ხელი ძლიერად ჩამომართვა და ისეთივე ღიმილით შემომხედა, როგორც შეხვედრისას, მზერა დავუბრუნდე. კომპლიმენტი ვუთხარი მის სპილოსძვლისფერ პერანგზე, სახეზე შევატყვე, როგორ ესიამოვნა – აღნიშნა, „Dior”-ის ბოლო კოლექციიდან გახლავთო, მეც მეტი რა მინდოდა, ჩემ ახალ პიჯაკსაც შევაშველე 1-2 სიტყვა J ქალბატონმა სალომემ, მითხრა რომ კვირის ბოლოს შემატყობინებდა პასუხს.

  დღეს ტელეკომპანია „СBC”-ის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ვარ.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s