Monthly Archives: მარტი 2012

Where did you sleep last night?

სტანდარტული

არსებობენ ფერშეცვლილი დღეები.

ჩემს მოგონებებში, მოგონებებში არა.. ჩემ ბავშვურ საწყისში არსებობს პატარა გოგო, რომელსაც პატარა კალათით ეზოდან ხის სახლში მარწყვი მიაქვს. ეზო დიდია, ეზოში ჭა დგას, ჭა ცას ირეკლავს და ხის სახლამდე სანამ მივა, გულიც ამოუჯდება. აცვია ჭრელი ჩითის კაბა, ნაქსოვი ქუდი ახურავს. ნაბიჯებს ისე დგამს, თითქოს თოვლში გზას იკვალავსო, ზურგით რომ დააკვირდე, სიმაღლე გაგაოცებს, შეუსაბამოა.

და ეზოს გაღმა მდინარეა, სადაც თევზაობენ. თევზებს კითხეთ?

ფირიდან ფირზე გადაწერას დაემსგავსა ეს ყველაფერი. ადამიანები დააბიჯებენ უკვე დატკეპნილ გზაზე, უკვე ჩავლილ მაღაზიებთან, უკვე დამსხდარ კაფეებში, უკვე მოყოლილ მეგობრებთან, უკვე ნამყოფ ეკლესიებში, უკვე მომხდარ ამბებში.. ჩვენ უბრალოდ ერთამენთს ვერ ვცნობთ, ხელახლა ვესალმებით, თავიდან გვაცნობენ ერთამენეთს, თვალებში ისევ ვირეკლავთ ერთმანეთის თვალებს და მაინც ვერ ვცნობთ, ვერც ხელით შეხება ვერ ხსნის ჯადოს.. გადის დრო და ერთამენთს ისევ ვკარგავთ.

გარეთ სულ შემოდგომაა, ან მოლოდინი შემოდგომის.

სულ ასე ხდება, ლოდი-ნია ჩემი ლოდი.

გუშინ სიზმარში გნახე

შენ კი არა – შენი ლექსები 

ლექსები კი არა.. ჩემი თავი ვნახე.

 

 

Advertisements