Greench inside me

სტანდარტული

ეს პოსტი სავარაუდოდ, არც იარსებებდა, რომ არა ჩემი უკვე სამდღიანი სიცხე/გაციება/ყელის ტკივილისა.. ერთგვარი ბლოგერული ტრადიციაა განვლილი წლის შეჯამება, შეფასება, ან უბრალოდ გადახედვა – რაც უფრო ვძაბავ გონებას, გავიხსენო ყველა მნიშვნელოვანი მომენტი 2011 წლის, მით უფრო მავიწყდება ყველაფერი, იმედს ვიტოვებ, რომ 2012 წელი გაუმჯობესებული მეხსიერების ბეტა ვერსიას მაინც მომიტანს : | 

‘ახალი წელი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს?!’ – ეს რიტორიკული შეკითხვა ჩემ მიმართ, წლებია, ტრიალებს. ჰოაიასე, არ მიყვარს ახალი წელი, უფროსწორად, არ მიყვარს ახალი წელი საქართველოში – გონის დაკარგვამდე დალევა, შემდეგი რამდენიმე დღე ქუჩაში პახმელიასახეებით მოძრაობა, დაცარიელებულ ქუჩებს უფრო ეტყობათ ნაგავი, გადადებული ან ატალახებული თოვლის ლანძღვა-გინება,  სამსახურიანების წუწუნი – ‘რა წავა სამსახურში’ , უსამსახუროების – წუწუნი და ოცნება, რომ ‘წელს’ მაინც დასაქმდნენ..  მერე ‘ძველით ახალი წელიც’ უწევს და ისევ თავიდან..

იმედია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვიმზადებ ჩემთვის ისეთ შობას და ახალ წელს, როდესაც ძალით არ გავიღიმები, როდესაც მთელი გულით დავიჯერებ, რომ ყველაზე გამორჩეული წელი დადგება..

სადმე პატარა ქალაქში, ვიწრო ქუჩებით, ჩამწკრივებული სახლებით, პატარა ბაღებით, პატარა დეტალსაც რომ ეტყობა ახალი წლის მოსვლა, პაბებში და კაფეებში 90-იანი წლების მუსიკას უკრავენ, ცხელ შოკოლადს სვამ ფანჯრიან მაგიდასთან , მერე სახლში მიდიხარ, ჭერამდე აწვდენილ ნაძვის ხეს რთავ, საჩუქრებს დაბლა აწყობ, ამზადებ ტკბილეულს, მაცივარში საზამთროს და ლეღვის მურაბაც გიდევს, გული რაღაც დადებითის მოლოდინში ყირაზე გადადის.. ამ სახლში უკლებლივ ყველა ადამიანია, რომელიც ყველაზე ყველაზე ძალიან გიყვარს და ზემოთ, მეორე სართულზე გელოდებიან, რომ ერთად უყუროთ, რამე ჰეფინდიან საშობაო ფილმს..

10 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა 31 დეკემბერს მაჩუქა ‘ჰარი პოტერის’ პირველი ტომი, ის ახალი წელი ყველაზე თბილად მახსენდება, ორ იანვარს უკვე ჩემ ცხოვრებაში სხვა სამყარო იყო შემოჭრილი და დღემდე მისით ვარ გაჟღენთილი. ჰოგვორსტში შობა უკვე დადგა, ჩარდახებიანი საწოლები ელოდებიან დღესასწაულით სასიამოვნოდ გადაღლილ ბავშვებს, ყველას ქალბატონი უისლის მოქსოვილი ჯემპრი აცვია : )

ჩემთან ასეთია შობა ახალი წელი 🙂

 

პ.ს. სურვილების ახდენის და მიზნების მიღწევის წელი ყოფილიყოს 2012. გილოცავთ.

 

 

 

 

Advertisements

One response »

  1. ჩემი პირველი კომეტარია ზოგადად ბლოგზე და მიხარია, რომ შენ ხარ პირველი 🙂 შენც იცი როგორი მნიშვნელოვანი და თბილია ჩემთვის ქალბატონი უისლის მოქსოვილ ჯემპრზე ლაპარაკი და ჰოგვრსტის ახალ წელზე ლაპარაკი, ძალიან დამთბა რომ წავიკითხე და ეხლა ვიგრძენი ახალი წელი 🙂 მე და შენ აუცილებლად წავალთ, თუ ჰოგვორსტში არა, ჰოგსმიტში მაინც 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s