Monthly Archives: აგვისტო 2011

Can’t stop Lovin’ You.

სტანდარტული

გარეთ ისევ წვიმს, სულმოუთქმელად. წვიმას თავი ლონდონში ჰგონია. მე არ მგონია ლონდონში თავი, ასე მგონია თმის ღერებიც ტალახიანი მაქვს, ისევ 15 წუთით ადრე მოვედი. გულში რაც მახსოვს ყველა სალანძღავ სიტყვას ვამბობ – რაღა მაინც და მაინც მე გამომიზომა მთელი ქუჩის თქეში იმ მანქანამ..

კიდევ ერთი უიღბლო დღე. ფანჯარასთან დგას, ჩვეულ ადგილას, ეს ფანჯარა გაბზარულივითაა, კარგად თუ დააკვირდები, თუ შორიდან შეხედავ, უნაკლოდ გამოიყურება – ზედ წვიმის წვეთებიც ისე უხდება, თითქოს სულ ასე იყო და იქნება. ესეც მერამდენე უსიტყვო ჩავლაა, მე არ ვიცი, რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და ამანაზღაურებინებს ყველა იმ სიჩუმეს, რომელიც თავის დროზე იმ ფანჯარასთან დავტოვე.

საცაა შემოდგომა მოვა, პოსტდეპრესიული პერიოდი ისევ მწყობრშია. სექტემბერი ზუსტად ისე მოდის, როგორც ყოველთვის – მარტო.

ის გამოთქმა რომ არსებობს : “თუ სცენის დასაწყისში კედელზე თოფი ჩანს, სცენის ბოლოს აუცილებლად გავარდებაო’

ჰოდა, ის ფანჯარა აშკარად გაბზარული იყო – ვთქვი და ვამბობ.. და იმედია, არ ვიტყვი.

პ.ს. სათაური არაპირდაპირ კავშირშია პირდაპირობასთან, ვაფშეტაც, რატომღაც ბრაიან ადამსს ვუსმენდი, ასეც ხდება ხოლმე : )