” “

სტანდარტული

წაშლილი სასაფლაოს ფაილები მენატრება. ვოლდემორმა ალბუსის საფლავიდან ჯოხი აიღო, ისე მინდა სათითაოდ ყველა ‘ფაილი’ ავიღო, სტიკერები დავაკრა სხვადასხვა ფერის და დავსათაურო : აქ ავირიეთ, აქ გაიყო, აქ დავტოვე, აქ ვბრუნდებოდი, იქ? მერე გადავარჩიო ზოგი და ისე წავშალო, სასფლაოც არ არსებობდეს.. ოდესმე უკან მიბრუნება არ მოვინდომო. დავრჩები ფეხმოტეხილი წარსულივით, მერე მომავალში კოჭლი ვივლი ვითომ? ცალი თვალით გამახედა რა ხდება წინ.. როგორ მინდა ზოგჯერ პროგნოზირებადი ვიყო, წინა დღით ვინმემ გამომაცხადოს, რომ მეორე დღეს ხალხმა თბილი გრძნობები ჩაიცვას, თორემ ჩემკენ ისედაც სულ ცივა.. ისე ცივა, არდადეგებზე გამოშვებაც არ მოგინდება ფიქრების ))

იმ დღეს ერთ ნიუდაჩნიცას ვეუბნებოდი, არადა, ხასიათი დეპრესიული მიდრეკილებებით მაქვს გამოხატული-მეთქი. გაუკვირდა. ან მაგას რას ვეუბნებოდი საერთოდ? რა ცუდია, ასეთ რამეს საკუთარ თავს რომ ვერ უმხელდი და უცებ ვიღაცასთან დაასტუკებ. ჩემი თავის შემრცხვა, არ ვეკონტაქტებოდი იმ დღეს ))

სარკე რომ არ არსებობდეს და საკუთარ თავებს მარტო ერთმანეთის თვალებში ვხედავდეთ უკეთესი იქნებოდა.

ახლა 14:42 – ია, ასეთ დროს მგონი ბლოგზე არასდროს დამიწერია, ასე მახსოვს.. რაღაც სტრანნი შეგრძნება მაქვს. 21-ია, ამ რიცხვის მიმართ რაღაცნაირი დამოკიდებულება მაქვს, ახლო. არადა, არაფერთან და არავისთან ასოცირდება. არავისტი რიცხვია ))

ჰო, რატომ ბრჭყალები? როცა მასში რამეს/ვინმეს სვამ ისეთი შეგიძლია იგულისხმო, როგორიც წარმოგიდგენია, ძირითადად გადატანილი მნიშვნელობით. ანბანის მიხედვით ჩამოვყვებოდი ხალხს..

სიამოვნებით მეცოდინებოდა ესპანური, ვიცხოვრებდი ბარსელონაში. არც ლონდონის მიმართ მიდრეკილება მექნებოდა და არც კამპ ნოუსთან სიახლოვის სურვილი. როცა ოცნებები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თურმე უარესი შეგრძნება ყოფილა, ვიდრე ჭექა-ქუხილის დროს დამალული საკუთარი თავი.

მენანება რამდენიმე უკვე გასული წელი.

წყვილი რიცხვები ჩემში ჰარმონიას ვერ იწვევს.

ვერ ვიტან სნობებს, არადა, ზოგჯერ მეც ვარ მიდრეკილი, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავსაც ჰო ვერ ვიტან.

რა კარგია პუნქტუაცია რომ არსებობს, უკეთესი იქნებოდა, დანიშნულებისამებრ იყენებდეს ყველა.

მიყვარს მძიმის მერე ადგილის გამოტოვება – წერტილამდე არა.

‘ჭრილობა’ ჰქვია სპექტაკლს და დღეს უნდა ვნახო. მარილის დაყრა ყველაზე ჭკვიანურია.

შვებულებაში მყავს თავი გასაშვები..

ვითომ დეკრეტია. ხშირად ორად უფრო ვგრძნობ თავს.

 

 

 

 

Advertisements

4 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s