Monthly Archives: ნოემბერი 2010

Doubt

სტანდარტული

ხმები მესმის-მეთქი, გავიძახი
27 საათიანი დღე-ღამის განმავლობაში,
მირაჟებიან უდაბნოს ვხედავ
და მაცვია თეთრი კაბა – კაქტუსებს ვუსმენ.
მწარე ფერებია ირგვლივ,
უშენო დღეებს უშენობას ვესაყვედურები
და ისინიც მოთმენილი ძეგლების მსგავსად,
წლობით რომ დგანან ერთ საფეხურზე
მპასუხობენ, რომ მოხდებიან შენით სავსე დღეები-ც
და ეს “ც” ძალიან ცუდი და ცივია..
რა მოხდება, რომ მოხდებოდეს?!
თვალებით ლამაზ პეიზაჟებს ვიღებ, სადაც შეიძლება
ჩამოვსხდეთ, როცა მოხდები
დაძინებამდე – გარდამავალ წუთში
ჩემი თვალების ფირი მიფუჭდება.
და დილით..
როცა ახალი ფირით ვიღვიძებ
“ც-ც” თითქოს არც ისე ცივი მეჩვენება
როგორ მეეჭვება ხოლმე ჩემი თავი სარკეში..

Advertisements

Count

სტანდარტული

მოდი, ჩამოვთვალოთ:
რომ კიბეები – მოთმინებაა,
ბოლო საფეხური შეიძლება ჩატყდეს.
ირისის ძაფი – ნერვები,
ცვდება,
ხუნდება,
გორგალიც ხომ მთავრდება ერთხელ.
ეს ფინჯანი ორი სახელურით – ჩვენ,
ვერც ერთი ვერ ვსვამთ.
დღეებიც უსეზონო წელიწადს ემსგავსებიან
და ჩვენც მერამდენედ ვიჯერებთ
ჩვენს გამოგონილ ზღაპარს,
ტკბილ და აუცილებლად სათქმელ ტყუილს,
ვამრავლებთ, ვხსნით, ვცდილობთ გადმოვცეთ,
ფორმებით, სიტყვებით, პოზებით.
‘იყო და არა იყო რა, იყო სიყვარული’
არადა – არ.