Hey, Jes

სტანდარტული

მივიღე შენი წერილი, სხვათაშორის, რამდენიმე თვეში ვნახე, საფოსტო ყუთის გაუქმებას რომ ვაპირებდი მაშინ გადმოვარდა. ჩემს დანას კლიმაქსი კარგა ხანია არ აქვს, მის გამო საკმაოდ დიდხანს მომიწია ზოლიან პერანგში და სანაგვეთში ყოფნამ. თუმცა, როცა დავბრუნდი, მაინც შევურიგდი..

აკვარიუმი აქაც მაქვს, ორი თევზით: ერთი ლურჯია, მეორე მოწითალო თუ აგურისფერი. მაგათთან მიჭირს ხოლმე ლაპარაკი, თან აქ ძალიან მარტო ვარ, როცა აქაურობა გამოვიგონე, ზედმეტად ვიწრო და მარტო გამომივიდა. ხშირად მოვიწყენ ხოლმე, ერთი ორჯერ შენზეც გავიფიქრე, თუმცა, აქაურობისთვის ნამდვილად ზედმეტი ხარ, მე ძლივს ვეტევი..

ეს ‘ცასა და დედამიწას’ შორის რამ გაგახსენა, ძალიან გავხალისდი, სულ მაოცებდა შენი მეხსიერება, როგორ შეგიძლია ასეთი წვრილმანები გახსოვდეს. მაშინ ნამდვილად არ მინდოდა შენი კოცნა, არც მიყვარდი და თავში რაც დამარტყა, ის გითხარი.

 

სანტასი? სანტასი არასდროს მჯეროდა, იმიტომ, რომ გაგონილიც არ მქონდა ჩემს ბავშვობაში ეგ ვინ იყო, ნაძვის ხეც არასდროს მქონია. საერთოდ ახალი წლის დანიშნულება საკმაოდ დიდმა გავიგე. ახლა ყოველ შობას გული მიჩქარდება იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება მართლა მოვიდეს და რამე მომიტანოს, ფოჩიანი ბედნიერება სულაც არ მინდა, არასდროს ვყოფილვარ მატერიალისტი.

ისე, აქ სულ შემოდგომაა მგონია. თოვლი არასდროს მინახავს, აქ მგონი ხეებიც არ ყვავდებიან. რაღაცნაირი სულერთი სეზონია.

 

შენი ადგილი ჩემს სამყაროში ვერასდროს იქნება, ჯეს. არასდროს მყოფნიდა ჩემი ფანტაზიები, რომ შენ გამომეგონებინე და ჩემს ოთახში, ჩემს გვერდით დაგეძინა. დილას ერთად დაგველია ჩაი და საერთოდ, ის წერილი, რაც მომწერე, ეგეც ჩემი ფანტაზია მგონია და მაინც მიხარია.

ჯეს, ის მურაბა გახსოვს?! ‘სამოთხის ვაშლი’ რომ ერქვა, პატარა ვაშლები რომ იყო, დიდი ყუნწებით..

თუ ოდესმე შევძლებ, გაგიყო ეს სივიწროვე და სიმარტოვე, უარი არ მითხრა რა..

გამოგონებამდე.

10.10.10.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s