Nixvatka

სტანდარტული

იმ დღესაც ისე იყო, ღრმა ძილიდან ძლივს გამოვერკვიე, ეზოდან ხან ბოთლებს იბარებდნენ, ხან მწვანილს ყიდდნენ. წამოვჯექი და ვიხსენებდი სიზმარს, ვერაფრით აღვიდგინე. თავი ის რეჟისორი მეგონა, ფილმი ბოლომდე რომ ვერ გადაიღო და ყოველ დღე დაუსრულებელი კადრები ესიზმრება, შესვენებების დროს თავის საყვარელთან ერთად რომ ნებივრობს. ეს დაუსრულებლობის სინდრომი ბავშვობიდან მჭირდა. თამაში ბოლომდე ვერასდროს მიმყავდა, ხან სახლიდან მეძახდნენ, ხან ჩემით ავდიოდი – შედეგის მეშინოდა. ყავა დავლიე და უცებ, დავფიქრდი, ეს დღეც რომ ვერ დავასრულო-მეთქი?! ფიქრებში გავერთე, ხან მანქანით მოვიკალი თავი, ხან შემთხვევითი ტყვია მომხვდა, ხან მდინარეში ვიღაც გადავარჩინე, ხან ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვი გამოვიყვანე… ის იყო, ჩემს პანაშვიდებს ვესწრებოდი, კარზე ზარმა გამომარკვია. მემაწვნე იყო, უკვე მერამდენედ ვუთხარი, რომ მეზიზღება მაწონი და მეტჯერ ნუღარ შეწუხდება… ყავასთან მივედი ისევ, გარდამავალი მომენტი მიყვარს, რეალობიდან შენით აწყობილ ფიქრებში რომ გადადიხარ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადავერთე, დამავიწყდა ჩემს კუბოსთან ბოლოს ვინ ტიროდა… ნერვები მომეშალა. ძალიან გავბრაზდი მემაწვნეზე. ზოია ერქმეოდა-მეთქი გავიფიქრე, რაღაცნაირი გაბრაზებული სახელია, გამეცინა.


წვიმა იმიტომ არსებობს, რომ არ გადაიღოს. უკვე ეს სიბრძნე გამომქონდა, ერთი კვირა შეუწყვეტლივ რომ წვიმდა, მაინც და მაინც იმ დღეს გადაიღო. დაუსრულებლობის შეგრძნებამ შემაწუხა, რომ გექავება და ვერ წვდები – ისეთი შეგრძნებაა.


და საერთოდაც, რამ გამახსენა ეს ყველაფერი?


– ვერ დაგასრულე და ესეც შენი წერტილი.

პ.ს. მეგობრებთან ვსვამდი იმ დღეს და ვეუბნებოდი – რა მაგარი სიტყვაა ‘ნიხვატკა’ – მეთქი..
რუსების დედაც…

Advertisements

One response »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s