?

სტანდარტული

და ყოველთვის,
შენამდე იყო სიტყვა და ყველა სასვენი ნიშანი
და ყოველ სასვენ ნიშნამდე სულმოუთქმელად გავრბოდით,
იმედით, რომ შევისვენებდით.
შენ ემსგავსები მძიმეს, რომელსაც ემძიმება საკუთარი თავიც კი
რომელიც სიტყვა “სიყვარულს” ორივე მხარეს ესმევა.
და ჰგავხარ ძახილის ნიშანს, რომელიც ამაოდ იძახის
და მხოლოდ ექო უბრუნდება.
წერტილი – როცა სამყარო გიპატარავდება და გიჭერს.
ორი წერტილი, რომელიც ყოველთვის “მეს” ნიშნავს შენთვის
და ყოველთვის ჩამოთვლა გიწევს.
ჩემთვის ყველაფერი პირიქით ხდება –
სასვენი ნიშნების გარეშე, რომლებიც ვერ მიტევენ მნიშვნელობებით.
და ახლაც, როცა შესვენება მიჭირს და მძიმესაც ვერ ვისვამ გვერდით,
სამყარო თავდაყირა ეკიდება და
ვგავარ თუ მგავს, მიჭირს გავარჩიო –
თავდაყირა კითხვის ნიშანი.

Advertisements

5 responses »

  1. დასიცხულთა მდელოზე შენთან ვეგდე მზის ქვეშ, მიწის სიგრილე ვერ აღწევდა ჩვენს სხეულებამდე.
    შენი გრძნობები დაუნდობლად აწვება ჩემ ხელის გულს.
    მე და შენ გვცხელა განა იმიტომ რომ მზე აცხუნებს, არამედ იმიტომ რომ ჩვენმა გრძნობებმა შეიწოვა ჟანგბადი სრულიად.
    ჩვენც ვაცნობიერებთ ჩვენს დანაშაულს… ვხვდებით რომ ჩვენს გრძნობებს გადავყოლეთ მთელი სამყარო. ვიცი იყვნენ შენთანაც და გთხოვდნენ სამყაროს საშველად ჩემს დავიწყებას და შენც ჩემსავით გამოატანე ასი კოცნა და ერთი უარი.

    ჩვენ ერთად ვწევართ დასიცხულთა უზარმაზარ მდელოზე და სამყარო გამოშრა ჩვენი შემცქერი.
    ყველა გაქრა… სამყაროც გაქრა… დავრჩით მე და შენ მხოლოდ.
    ირგვლის ჩუმათ ჩურჩულებს სიცხე და მე არ მინდა შენი ხელის გაშვება

    ჩვენ გვითხრეს რომ მილიარდობით ადამიანი ამოვხოცეთ იმ სიყვარული გულისთვის რომელსაც არავინ გვიშლიდა.
    თუმცა ჩვენ ხომ ეს ძალით არ გვიქნია. უბრალოდ შენი დანახვისას ჩემი გრძნობები წვავდა ირგვლის ყველაფერს ცოცხალს
    ჩემს შეხებაზე შენ აშრობდი ყველა წყალსაცავს. პირველი კოცნისას მახსოვს რომ გაქრა მილონობით ადამიანი.

    ახლა ვწევართ და ვტკბებით მზის ხედით, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდება ჩვენი გრძნობების მიზიდულობის ძალით.
    შენთან ერთად მეც იგივეზე მეოცნებება
    “ნეტავ თუ არის სამყაროში სადმე ადგილი რომელიც ჩვენს გრძნობებს გაუძლებს და არ დაიწვება”

  2. yvelaferi amotrialebulia TiTqos
    Cvenc avdgeT da meore mxridan vuyurot
    mara ara da ha!
    isev ese tavit dabla da fexebit magla da
    ese chamokidebuli yofna gamogvdis/mogvwons(?)
    “svxebi” ki isev or wertils daisvaven da sakutar tavs chamotvlian
    sanama r mihvdebain rom trialeben wreze
    sakmaod mcire radiusisaze
    sxvatashoris

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s