Monthly Archives: ივლისი 2010

?

სტანდარტული

და ყოველთვის,
შენამდე იყო სიტყვა და ყველა სასვენი ნიშანი
და ყოველ სასვენ ნიშნამდე სულმოუთქმელად გავრბოდით,
იმედით, რომ შევისვენებდით.
შენ ემსგავსები მძიმეს, რომელსაც ემძიმება საკუთარი თავიც კი
რომელიც სიტყვა “სიყვარულს” ორივე მხარეს ესმევა.
და ჰგავხარ ძახილის ნიშანს, რომელიც ამაოდ იძახის
და მხოლოდ ექო უბრუნდება.
წერტილი – როცა სამყარო გიპატარავდება და გიჭერს.
ორი წერტილი, რომელიც ყოველთვის “მეს” ნიშნავს შენთვის
და ყოველთვის ჩამოთვლა გიწევს.
ჩემთვის ყველაფერი პირიქით ხდება –
სასვენი ნიშნების გარეშე, რომლებიც ვერ მიტევენ მნიშვნელობებით.
და ახლაც, როცა შესვენება მიჭირს და მძიმესაც ვერ ვისვამ გვერდით,
სამყარო თავდაყირა ეკიდება და
ვგავარ თუ მგავს, მიჭირს გავარჩიო –
თავდაყირა კითხვის ნიშანი.

Advertisements