Again.

სტანდარტული

ყოველთვის ასე იყო – უკიდურეს წერტილამდე უნდა მივიყვანო ჩემი თავი, რომ მივცე საბოლოო მიმართულება, რომელსაც არასდროს გადაუხვევს, არც უკან მოიხედავს და არც წინ წასვლის შეეშინდება. ახლა ყველაზე გარდამავალი პერიოდია, დაჟე, უფრო გარდამავალი, ვიდრე შემოდგომისას მწვანე ფოთლების ყვითლით ჩანაცვლება. ასეთ დროს ძალიან მინდება ჩემი სეზონი, ამ დროს ყველაზე მეტად მომწონს ჩემი თავი, რომელსაც არასდროს ვკარგავ და არც მოთავსების პრობლემას განვიცდი დიდად. შემო-დგომა მომენატრა.. რახან უკვე მენატრება ე.ი. ეს გარდამავლობა უკვე მიჭერს, საკინძეს, თასმებს და ა.შ. ყველაფერს შეიხსნის და უკაცრავადაც არ გამემეტება მათთვის, ვინც აწყვეტილ ღილთან ერთად დაიკარგებით : )

Advertisements

4 responses »

  1. აქ კი ლამაზად გაქ დაწერილი ყველაფერი მარა …ამ ნაწერს რაღაც “backgroun story” აქვს საფუძველი ალბათ : |

  2. ho, ra tqma unda umagisod ase ar daicereboda.. ubralod, yvelaferi arc ise martivadaa, rogorc gvechveneba ragac konkretul situaciashi. roca xvdebi rom rtuldeba, shen tavs imis komforti mainc unda sheuqmna, rom es yvelaferi ‘lamazad’ miacodo : ))

  3. ალბათ შენს ბლოგზე ჩემი გამოხმაურებები ტრადიციად იქცა… მაშინ მოდი არც ეს იყოს გამონაკლისი. რახან პოსტის სტილისტიკა რეალისტურ და ოდნავ მკაცრია მეც შევეცდები ემოციურად იგივე რელსებზე გავიარო.
    შენ ამბობ უკიდურეს წერტილამდე მიმყავს თავიო, თუმცა ამ მდგომარეობასა და განცდას ხომ ორი მხარე აქვს? შენ თუ ა წერტილიდან ბ წერტილისკენ გადადიხარ და ა წერტილს უკიდურესად შორდები ეს დაშორება მხოლოდ ა წერტილიდან სჩანს ეგეთი, თორე ბ წერტილისთვის შენ უკიდურესად ახლოვდები.
    თუმცა მე ვთვლი, რომ თვად გარდამავლობის პროცესი არის კარგი და ლამაზი ისევე როგორც ფოთლები შემოდგომისას. რადგან შემოდგომაც, ისევე როგორც გაზაფხული გარდამავალი პერიოდებია ზაფხულიდან ზამთარში და პირიქით.
    შენ ამბობ რომ გარდამავლობა გიჭერს… მე კი გეტყვი რომ დაე მოგიჭიროს დაგაწყდეს ყველა ღილი და დაიკარგნონ ყველა ვინც შენს გარდასვლას ვერ გაუძლებს. დაე იყოს შემოდგომა დაყვითლდნენ ფოთლები, დაღვინდნენ ყურძნები, დამწიფდეს გარემო,.. გარდამალობა გიჭერს და შენც იყვირე, იმღერე, იცინე, გაბრაზდი დალეწე რადგან შენია ეს გარდამავლობა და თუ შემოგიჭირა შემოიხიე კიდეც. ამ როკენროლს ხომ შენ წერ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s