The story

სტანდარტული

64806

წინ დაგიჯინო მინდა
ფეხმორყეულ სკამზე, როცა იწრიალებ, გავიგო უნდა..
(საუბრისას, ხშირად მოგიწევს)
დავაკვირდე შენს თითებს, ნერვიულად ათამაშებულს მაგიდაზე
შენი ნივთები ირგვლივ
მე მშვიდად გიზივარ
მეზღაპრესავით – იყო და თუმცა არ ყოფილასავით
უნდა დაგიწყო მოყოლა,
არავითარი ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქას გარეშე
მონოტონურად ვიწყებ, თვალები დახრილი მაქვს
თავში ვალაგებ, რა რის მერე მოხდა, ან როგორ დაიწყო..
თან  მეტი ეფექტისთვის, ისეთ ფაქტებს ვურევ, არასდროს რომ არ მოგისმენია
– სკამიც ჭრიალს იწყებს..
მეც უფრო მსიამოვნებს მოყოლა, ვატყობ, როგორ ყურადღებით ძაბავ ორივე ყურს, ათივე თითს
ჩაიც მომაშველეს
არ მეკითხები რამდენი შაქარი ჩამიყარო
ვაგრძელებ
თუმცა ვატყობ რომ მე თვითონაც ბევრი რაღაც მიმვიწყებია
რატომღაც ის ძველი კარადა, ვიწრო დერეფანი,
შედარებით ფართო დარბაზი
თავიდან ამომვარდნია
ვთამაშობ შენს ნერვებზე, გიწრიალებ ფიქრებს
მსიამოვნებს რომ ამას ვახერხებ მე
არასდრის მეხერხებოდა.. მითუმეტეს – სპეციალურად
ბოლოსკენ გავდივარ უკვე
ვფიქრობ ჭირი იქას ლხინი აქას სინონიმი მოვიფიქრო
ასე წერტილივით არ დავასრულო მოყოლა
ვპაუზდები
სკამის მერამდენე ჭრიალია, აღარც მახსოვს
ბოლო შეპირებას გახსენებ..
ამაზე უფრო დასასრული შეუძლებელია ვინმეს მოეფიქრა
სიცილით გეკითხები – რამეს ჰო არ დალევ – მეთქი
მტკიცედ მპასუხობ , არაო
მეც თავს გიქნევ
ვაზუსტებ რომ ერთი გზა არ გვაქვს
ანგარიშს მე ვიხდი
გემშვიდობები არასდროს შეხვედრამდე

Advertisements

One response »

  1. ერთხელ დონ კარლოს კასტანედა სწორედ იმ რესტორანში იჯდა სადაც სიყვარულს კლავდნენ. როგორ? აი ეგრე შემოვიდოდა წყვილი ამოალაგებდნენ გრძნობებს და დახვრიტავდნენ ათასი უმოწყალო სიტყვებით. რესტორანიც გატენილიყო ამ დაუნდობლობით და ამაოების სიმძიმისგან ღრმად ხვნეშოდა, იბღვირებოდა და მსუბუქ სიბნელეში ახვევდა სტუმრებს.
    სწორედ აქ იჯდა დონ კარლოსი და ელოდა ლეას. სწორედ იმ ლეას სიყვარულს რომ ეფიცებოდა. ელოდა რათა მოეკლათ ის რაზეც ყველა კატალონიელი საუბრობდა. სწორედ ის გრძნობა უნდა დამარხულიყო იმ საღამოს რომელმაც ლეას ჭექა-ქუხილის შიში დააძლევინა.
    დონ კარლოსი იჯდა მარტოდ, რესტორნის დარბაზის ერთ-ერთ ბნელ კუთხეში და დასასრულს ელოდა. მის წინ მაგიდის ზეცარზე კიდევ დარჩენილიყო ზედ დაკლული მორიგი სიყვარულის ლაქები. “ეგებ არ მოვიდეს” გაეფიქრა დონ კარლოსს შემთხვევით, ფიქრი სადღაც შორიდან შემოესმა, კარგად ვერ გაიგო და თავის თავს ჩაეკითხა “რაო რაო? რა თქვი?”
    – არაფერი – წაილუღლუღა გულის ხმამ სადღაც სიბნელიდან – შემთხვევით წამომცდა. აქაურობას ვალაგებ, ვასუფთავებ გულს ძველი ნივთებისგან და ძირს დაგდებული ფურცელი ვიპოვე მაგ წარწერით. გადავაგდებ ეხლავე.
    – არ გადააგდო – თითქოს შესძახა დონ კარლოსმა თავის გულისთქმას – იყოს… კიდევ რა ნახე? მე აქედან ვერაფერს ვხედავ, ძალიან ბნელა ამ რესტორანში.
    – ბევრი რამ დაგროვილა… – გულის ხმამ სიბნელეში რაღაცეები მოქექა და ერთი პატარა ფურცლის გალეჯი ამოირჩია – აი გუშინ ამას წავაწყდი. შენი დაბადების დღეა. ლეამ მუსიკა და თავის სხეულის სუნი გაჩუქა.
    – კი მახსოვს… მე ვთხოვე. – დონ კარლოსი ერთ ხანს გაიტრუნა. აღარც კი სუნთქავდა – საოცარი კანის სუნი აქვს ლეას და კარგ მუსიკასაც წერს.
    – კი. თანაც ეს შენ რომ მოგიძღვნა განსაკუთრებულად მგრძნობიარე გამოუვიდა. თუ გინდა ეგ ჩანაწერიც ვიპოვე და ჩავრთავ თუ წინააღმდეგი არ ხარ
    – არა რას ამბობ. ჩართე, ამ რესტორანში მუსიკოსები მაინც არ ჰყავთ თან ცოტა მოვიწყინე კიდეც. – გულის ხმამ საკრავი მომართა და ფირფიტაც დააყენა. თავიდან მუსიკის ხმა ძაააალიან შორიდან ისმოდა, თუმცა მალევე ამოიდგა გულის საკრავმა ხმა და მთელს სხეულს ლეას მუსიკის ჰანგებით აბუჟებდა. დონ კარლოსი იჯდა სწორედ იმ რესტორანში სადაც სიყვარულს ხოცავდნენ, ირგვლივ ნახევრად წყვდიადში წყვილები ერთმანეს გულებს უფლეთდნენ და სულაც არ ნაღვლობდა არაფერზე რადგან მის სხეულში ლეას მუსიკა უკრავდა. :ეგებ არ მოვიდეს” ეს წარწერა გულლისხმამ კიდევ ბევრჯერ იპოვნა. მაგის გარდა კიდევ ლეას გულსაბნევი, 8 წერილი, მისი ლამაზი ნაქვთების 10 მონატრება, ღამით მის კისერში ჩაძინებების მთელი დასტა და კიდევ 7850301 დაუვიწყარი კოცნაც იპოვნა.
    ლეა მოვიდა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s