Monthly Archives: ნოემბერი 2008

The story

სტანდარტული

64806

წინ დაგიჯინო მინდა
ფეხმორყეულ სკამზე, როცა იწრიალებ, გავიგო უნდა..
(საუბრისას, ხშირად მოგიწევს)
დავაკვირდე შენს თითებს, ნერვიულად ათამაშებულს მაგიდაზე
შენი ნივთები ირგვლივ
მე მშვიდად გიზივარ
მეზღაპრესავით – იყო და თუმცა არ ყოფილასავით
უნდა დაგიწყო მოყოლა,
არავითარი ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქას გარეშე
მონოტონურად ვიწყებ, თვალები დახრილი მაქვს
თავში ვალაგებ, რა რის მერე მოხდა, ან როგორ დაიწყო..
თან  მეტი ეფექტისთვის, ისეთ ფაქტებს ვურევ, არასდროს რომ არ მოგისმენია
– სკამიც ჭრიალს იწყებს..
მეც უფრო მსიამოვნებს მოყოლა, ვატყობ, როგორ ყურადღებით ძაბავ ორივე ყურს, ათივე თითს
ჩაიც მომაშველეს
არ მეკითხები რამდენი შაქარი ჩამიყარო
ვაგრძელებ
თუმცა ვატყობ რომ მე თვითონაც ბევრი რაღაც მიმვიწყებია
რატომღაც ის ძველი კარადა, ვიწრო დერეფანი,
შედარებით ფართო დარბაზი
თავიდან ამომვარდნია
ვთამაშობ შენს ნერვებზე, გიწრიალებ ფიქრებს
მსიამოვნებს რომ ამას ვახერხებ მე
არასდრის მეხერხებოდა.. მითუმეტეს – სპეციალურად
ბოლოსკენ გავდივარ უკვე
ვფიქრობ ჭირი იქას ლხინი აქას სინონიმი მოვიფიქრო
ასე წერტილივით არ დავასრულო მოყოლა
ვპაუზდები
სკამის მერამდენე ჭრიალია, აღარც მახსოვს
ბოლო შეპირებას გახსენებ..
ამაზე უფრო დასასრული შეუძლებელია ვინმეს მოეფიქრა
სიცილით გეკითხები – რამეს ჰო არ დალევ – მეთქი
მტკიცედ მპასუხობ , არაო
მეც თავს გიქნევ
ვაზუსტებ რომ ერთი გზა არ გვაქვს
ანგარიშს მე ვიხდი
გემშვიდობები არასდროს შეხვედრამდე

Resume

სტანდარტული

2963419rv2

მცირე მიმოხილვა მინდოდა გამეკეთებინა, ისე.. ჩემთვის
რადა როგორ იყო..
სულ მცირე რეზიუმე.
სახლი, რომელიც იცვლის პატრონებს, იცვლის ადგილმდებარეობას.. და არასდროს ჩანს
ჰგავს ლონდონში, გრიმოს მოედანზე მდგარ სირიუსის სახლს
ქოთქოთა ქოხს..
სადაც დღემდე, ყველას ჰგონია რომ მოჩვენებები ცხოვრობენ.

არადა საუკეთესო მეგობრები იკრიბებოდნენ ხოლმე იქ.
ყველა ხედიდან ჩანს ციხე-სიმაგრე
ტყესთან ახლოს ჰაგრიდის სახლი..
დიდი გოგრები

კენტავრებსაც რომ მოკრავ ხოლმე თვალს

 

პუნქტუაციაში შეცდომები – რეალურ სამყაროში
ხშირად ვერდასმული წერტილი

ჩაის ჭიქაში კოვზით მორეული მთელი დღის ადამიანების მზერები

პ/ს/ საკვამურიდან ბოლი ამოდის, სახლშია მეტყევე