Make love Not war (?)

Posted in Uncategorized on იანვარი 18, 2010 by Moreira

ეს პაციფისტური სლოგანი, სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მაღიზიანებდა – ყოველთვის სლოგანად რჩებოდა, ან მავანთა სტატუსებზე სკაიპში, იაჰუში, ზოგი ავატარად იყენებდა, ან ზოგი ცხოვრების მიზნად თვლიდა, უფროსწორად საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ეს მისი ცხოვრების მიზანი უნდა ყოფილიყო. ასე გაიცვითა კიდევ უამრავი ფრაზა, რომლებმაც თავიანთი მნიშვნელობა მაშინ დაკარგეს, როცა ფრთიანი ფრაზები გამოსათქვამად უფრო იოლი იყო, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად. მე–3 კლასში ვიყავი, მგონი, როცა ჩემმა დამრიგებელმა გვითხრა ილია ჭავჭავაძის ‘ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე’ საწოლის წინ დაიკიდეთ, როცა გაიღვიძებთ, პირველი ეს რომ წაიკითხოთო ( რა ჰუმანური იყო მერი მასწავლებელი) მე საწოლზე არ დამიკიდია, თუმცა თითქმის ყოველ დილას მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მერი მასწავლებელი ოდესმე შეამოწმებდა ჩემი საწოლის წინ კედელს და მე შემრცხვებოდა. თუმცა, ეგ ფრაზა იმაზე მეტხანს გამყვა, ვიდრე წარმოვიდგენდი, ვიდრე მერი მასწავლებელი წარმოიდგენდა.. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ჩემს თავს არ ვეკითხებოდი, ვის რა გაუკეთე კარგი–მეთქი, უბრალოდ, ვაკეთებდი და უფრო ხშირად მახსენდებოდა მერი მასწავლებელი, გულში ხინჯად კიდევ ის ცარიელი კედელი მხვდებოდა.  ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა.. რატომ გამახსენდა საერთოდ ეს ყველაფერი, ან რატომ მომინდა ამაზე წერა ვერ გეტყვით, სიცხე მაქვს ცოტა და ბლოგი მომენატრა : ) ანა გამახსენდა, ფრანკი, კიწის რომ უყვებოდა ყველაფერს. თუმცა, ჩემი დამოკიდებულება დღიურების მიმართ ყოველთვის ანტიპატიური იყო და იქნება.

ან როგორღა უნდა გამოიმეიქო ლავი, როცა უკვე დიდი ხანია თვითონ მაგ სიტყვამაც დაკარგა მნიშვნელობა და ბევრ ისეთ არასასურველ გრძნობას შეუერთდა თუ გაოტოლდა, თუ დაესხა თუ რაცაა.. მოკლედ : ) რა ბანალურები ვართ.

Last year?

Posted in Uncategorized on იანვარი 5, 2010 by Moreira

მეც დავაბოლოვო, თითქმის ყველა ბლოგერივით )) მერე კი არ გამახსენდება

ე.ი. პირველად გავედი ეროვნულ გამოცდებზე, რაც კი ნერვიულობა არსებობდა – ყველა მე ვინერვიულე, პირველ გამოცდაზე განსაკუთრებით. პირველად წავედი მეგობრებთან ერთად მარტო დასავენებლად, თან ბათუმში, ყველაზე მაგარი აგვისტო მქონდა, უაზროდ შემიყვარდა ბათუმი, იქ გავიგე რომ სტუდენტი გავხდი : )

პირველად მივედი სტუდენტის სტატუსით უნიში, უზომოდ კმაყოფილი ვარ უნით/ჯგუფით – მათი წყალობით საყვარელი ადამიანების რიცხვი გაიზარდა )) :ხ

უფრო მეტად ვამაყობ ირგვლივ მყოფი ხალხით, განსაკუთრებით მეგობრებით და ძალიან ბედნიერი ვარ : )

ოქტომბერი ცოტა მძიმე იყო.. არ მინდა ამაზე ლაპარაკი – ნიკუშ, ძალიან მენატრები : )

ეს წელი მინდა სავსე იყოს თავბრუდამხვევი წარმატებებით, ჩემით დაწყებული ყველა საყვარელი ადამიანით დამთავრებული.

ყველა ჯანმრთელად მყოლოდეთ )

და ბოლოს


– ამ ენ ელიენ, ამ ე ლიგალ ელიენ, ამ ენ ინგლიშ მენ ინ ნიუ იოორკ ))))))))

Wish you

Posted in Uncategorized on დეკემბერი 30, 2009 by Moreira

განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რასისა, მასთან ურთიერთობისა, არცნობისა, არაბლოგერისა, არასაახალწლო განწყობისა

მოკლედ ყველას – გისურვებთ ყველა თქვენი სურვილის/მიზნის/ჩაფიქრებული (ჩასაფიქრებელი) ოცნებების და მიზნების ასრულებასა და მიღწევას.

რაც შეიძლება ნაყოფიერი, ბედნიერი და რაც მთავარია მშვიდობიანი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენთვის : )

მეტი ღიმილი, მეტი მიზანი და მეტი ენთუზიაზმი : )

Story about us

Posted in Uncategorized on დეკემბერი 20, 2009 by Moreira

ამბავი ჩვენზე
მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.ასეთ დროს მუდამ,
შენ ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან
სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
ერთმანეთთან რომ
აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენ ცხოვრებაში
რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ არ ეკუთვნიან
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე
რომ გეპარება.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ საკვები გვჭამს,
რომ წყალი გვსვამს,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე
ამოგვყავს – როგოც რძიდან ყველი
და ვანახევრებთ,
უფრო სწორედ ვინახევრებთ -
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს

ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გეცემა ჩრდილი,
ხელებს უკან წევ
და ყველგან ამჩნევ ამ შევსებულ სიცარიელეს.
სადაც ადრე გზა გეგონა,
სადაც ადრე გეგონა ხიდი,
სადაც ხე იდგა
და ბოძებს შორის სადენები ეგონათ ჩიტებს.

და ამ დროს ჩნდება
ის კაცისხელა სიცარიელეც-
ზუსტად შენს გვერდით,
რომელსაც ჩემი სახელი ერქვა.
და რომელიც თოვლმა შეავსო.

მერამდენე ღამეა უკვე
თავს ვიმძინარებ,
და ჩემი თავი მადგება თავზე,
როგორც ეჭვებით შეპყრობილი საყვარელი,
რომელიც ცდილობს ჩემ გამოტეხვას.

მერამდენე ღამეა
ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო ვიდრე ჩემზე.

და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ.

(c) Ioriki

I will change everything

Posted in Uncategorized on დეკემბერი 19, 2009 by Moreira

ისეთ განწყობაზე ვარ ეს დღეები, რომ მზად ვარ ყველაფერი შევცვალო, ყველა ჭრილში. უაზრო ენერგიას ვგრძნობ, როცა ვიაზრებ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. მზად ვარ, უარი ვთქვა თუნდაც იმაზე, რაც იდეაში ახლა ჩემთვის კარგს ნიშნავს. მაქსიმალისტობა უფრო კარგს გულისხმობს.

მე მინდა მუხტი, ბიძგი მინდა და მართლა გადავატრიალებ დედამიწას – ჩემთვის ))

Adore You

Posted in Uncategorized on დეკემბერი 7, 2009 by Moreira

Swallowed In The Sea

Posted in Uncategorized on დეკემბერი 5, 2009 by Moreira

შემოდგომა წავიდა, ჰედერიც შევცვალე.. რა გაიყვანს ყველაზე მოსაწყენ პერიოდს, ნეტა, ა?

ზაფხული მინდა ძალიან, ზღვა მინდა, ბათუმი მინდა.. შუალედურები მეწყება ახლა და :ვის:

ეს სიმღერა, მე ვიცი რატომ..


მისინგ იუ

Lost ?

Posted in Uncategorized on November 22, 2009 by Moreira

ბავშვობისდროინდელი ფსიქოლოგია მაქვს ჩარჩენილი – რასაც მიკრძალავენ, უფრო ვაკეთებ : )
არამარტო აკრძალვაზე მაქვს საუბარი, ზოგადად – ვერ ვიტან, როცა ჯიბრში მიდგებიან, როცა მითუმეტეს იციან, რომ არასდროს გადავალ ჩემი პრინციპებიდან.
ზოგჯერ მგონია, რომ საკუთარ თავზე მეტად ჩემს პრინციპებს ვცემ პატივს ))
ცუდი ტონია ხშირად, მაგრამ nevermind-ის ფუნქცია უფრო კარგად მოქმედებს ჩემში : D
მახსოვს ადრე მქონდა რაღაც notebookვით, სადაც ვიწერდი ბრძნულ გამონათქვამებს, თან ეს წერის პროცესი ძალიან მეზარებოდა,
დაახლოებით იმ სიტუაციას ჰგავდა, ლეღვი რომ გიყვარს და ლეღვის გაფრცქვნა არა : D
რაში მჭირდებოდა ეგ ფრთიანები ფრაზები, მიკვირს ძალიან – არც ერთი არ გამომიყენებია რეალურ ცხოვრებაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
გუშინ ფორუმზე ძალიან ძველ თემაში შევედი
ძალიან ‘ძველი’ ადამიანის პოსტს გადავაწყდი
ამ ლექსით და ამიფოფრდა მოგონებები : დ

ჰოდა, რატომღაც მომინდა სადმე ჩემთან მქონოდა და გადავწყვიტე ბლოგზე შემომევლო :

ელის.. წერილი მესამე

რა ადვილია არა ელის,
საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი,
მით უფრო მაშინ,
როცა გამბედაობა არ გყოფნის
თქვა: მე შენ მიყვარხარ
და ვამბობ
ელის – იცი, იოჰანს უყვარხარ.
ხო, ადვილია,ადვილია თქვა,
რომ იოჰანი ნერვიულობს,
თქვა რომ იოჰანი ოცნებობს
და თითქოს ეს
სულაც არ მეხება მე,
თითქოს იოჰანი მე კი არა
ჩემი ძმაკაცია
ან სხვა
ნებისმიერი.
აი ახლაც ელის,
იოჰანს მელანქოლია აქვს,
ხო, ზოგი ვერც მიხვდება,
ჩვენ კი ვიცით
რაც სჭირს იოჰანს. იცი, ზოგჯერ მინდა “მე”-ზე გესაუბრო,
მაგრამ საუბრისას ვამჩნევ,
რომ მასზე გეუბნები -
გეუბნები რომ მას არ სურს
შენში მორიგ სასიყვარულო
გრავიურად დარჩენა
(თუკი ესეთი რამ საერთოდ არსებობს).

ელის, გინდა ვისაუბროთ
ჭეშმარიტ ღმერთზე?
იცი, იოჰანი თვლის
(აი, ისევ)
რომ ღმერთი არაა ეკლესია
(ან მარტო ეკლესია)
და არც სამოთხისთვისაა
საკმარისი სანთელი,
იოჰანი თვლის რომ
ღმერთი ისედაც მასთანაა
(და არამარტო მასთან)
და ამიტომაც შუამავლები
არაა საჭირო.
იოჰანს ღმერთის უფრო სჯერა
ვიდრე ადამიანების…
ხო ადამიანებზე გამახსენდა,
იცი ელის ვერ ვიტან ამ მოდას აყოლილ “მორწმუნეებს”
ეკლესიაში რომ ღამისთევაზე მიდიან
მხოლოდ იმის გამო რომ მთელი უბანი იქაა
ან იმის გამო რომ
კარგ ბიჭს თუ გოგოს შეიძლება გამოკრა ხელი.
არამგონია ეს იყოს ღმერთი…
ან რამე რელიგიური.

ხედავ ელის?
იოჰანი მგონი მკრეხელია,
მაგრამ ეს ხომ მე არ მითქვამს -
იოჰანმა თქვა
და არა მე,
ხოდა მე არ ვარ მკრეხელი ელის,
არა…

ადვილია არა სხვაზე საუბარი
ელის,
მოდი მოიწიე
და მოგიყვები
როგორ გეყვარებოდი
რომ გიყვარდე
ელის.

Pause

Posted in Uncategorized on ოქტომბერი 31, 2009 by Moreira

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზები გამომდის ბლოგზე და ცუდია..
მაგრამ არ ვარ წერის ხასიათზე, არც კლავიატურით და ფურცელზე – მითუმეტეს
შუალედურები მქონდა ეს კვირა სულ, გადავკვდი.
დილას ხან ბალიშის ქვეშ მქონდა ქსეროქსები, ხან საწოლის ბოლოში : D

როგორც იქნა მოვრჩი :ბის:

მშვენივრად ვგრძნობ ყველა ჭრილში თავს
ვოტ ტაკ

9724_1231290151921_1519159290_633912_2134860_n

///

Posted in Uncategorized on სექტემბერი 30, 2009 by Moreira

ერთი კვირა კი არა, 2-3 დღეც საკმარისი აღმოჩნდა უნიზე შთაბეჭდილებებისთვის – Perfect : )
ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, პირველ რიგში :

პირველი რომ ჩავწერე და სულმა არ წამძლია ჩამეწერა თეატრალურის ხელოვნებათმცოდნეობა. ახლა უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ის არის, რაც მინდა
და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ( ნუ საქართველოს მასშტაბით : D)

ჟურანილისტიკის სპეციალობის ლექციაზე, გაცნობის მიზნით ჩვენს თავზე უნდა გვესაუბრა, არა სტანდარტული – ‘მე დავიბადე, გავიზარდე, ჩემი ჰობი//’
საკმაოდ საინტერესო ხალხი აღმოჩნდა )) ერთი მთასვლელი გოგოც გვყოლია. ისე გატაცებით საუბრობდა, მეც მომინდა. არადა, მეგონა, მხოლოდ წიწილას შეეძლო
ასე ესაუბრა მთაზე : D
ჰომდა, ჩემი ჯერი რომ დადგა, აქ არ დავწერ რაები ვილაპარაკე, უბრალოდ, შევეხე ჩემთვის მეტნაკლებად ახლაც მტკივნეულ თემას :
4-5 წლის ასაკიდანვე რომ მინდოდა სიცხის ექიმობა )) რაც თავი მახსოვს, სულ ნემსებით ვთამაშობდი და თითქმის ყველა ბავშვისგან განსხვავებით, მიყვარდა
აფთიაქების და სავადმყოფოების სუნი. თეთრხალათიანი ექიმებიც. იქიდანვე ჩამრჩა, რომ ძალიან მინდოდა მეც ასეთი ვყოფილიყავი. ნუ, მერე გამოხდა ხანი )) -
მივხვდი, რომ მშიშარა ექიმი იგივეა, როგორც უფეხო მთასვლელი. მოკლედ და კონკრეტულად, თავიც დავიზღვიე და სხვების სიცოცხლეც.
თუმცა, ზოგჯერ იმდენად დიდი სურვილი მიპყრობს, ლამის, ეს შიშიც დავძლიო : ) თუმცა, ეს დროებითია..
რავიც, იმედს ვიტოვებ, რომ დავძლევ ერთხელ და სამუდამოდ შიშს და არ იქნება გვიან.
უამრავი გეგმა მიტრიალებს თავში, ჩემი რეჟიმიც დავხვეწე მეტნაკლებად და მოკლედ მშვენივრად ვგრძნობ თავს
ვთვლი, რომ ახალ ცხოვრებაში, ახალ გარემოში საკმაოდ მიზანდასახული და დიდი ნაბიჯი გადავდგი : )

post-25-1244238534